Categories
ფეხბურთი

9 მიზეზი თუ რატომ უნდა გვიყვარდეს კრისტიანო რონალდუ მისი დიდებული ფეხბურთელობის გარდა

ფეხბურთის ვარსკვლავი, მილიარდელი, ფლეიბოი და ფილანთროპი – დიდებული კომბინაციაა. ეს კომიქსის წიგნის სუპერგმირი არ გახლავთ, ის რეალურად არსებობს. ადამიანი, რომელსაც არასდროს ავიწყდება კეთილი საქმის კეთება და ძალიან კეთილი გული აქვს.

ჩვენ დღეს გაგიზიარებთ 9 მიზეზს, თუ რატომ უნდა გვიყვარდეს კრისტიანო რონალდუ მისი საფეხბურთო ვირტუოზობების მიღმა.

1. ის რეგულარულად აბარებს სისხლს

ის წლებია უკვე თავის სისხლს და სისხლის პლაზმას აბარებს. ამის გამო მას ტატუც არ აქვს გაკეთებული, ვინაიდან სისხლის ჩაბარება ტატუს გაკეთებიდან 6-12 თვის შემდეგ შეიძლება.

2. ის დიდ დროს უთმობს ქველმოქმედებას

რონალდუ ამ ფაქტს არ აცხადებს ხოლმე, მაგრამ ჟურნალისტები მაინც ახერებენ ამის გაგებას. ფეხბურთელი თავის ფანებს ხშირად უფინანსებს ოპერაციებს, ახდენს მათი სახლების აღდგენას ან ხდება საავადმყოფოების სპონსორი.

,,მამაჩემი სულ მეუბნებოდა, რომ კეთილ საქმეებს ღმერთი ორმაგად ამინაზღაურებდა.”

3. ის არასდროს ივიწყებს ძველ მეგობრებს

ფეხბურთის ვარსკვლავი რეგულარულად სტუმრობს ძველ მეგობრებს და ჩუქნის მათ საჩუქრებს. მას მეგობრები გამარჯვების აღნიშვნის დროსაც არ ავიწყდება და ხშირად მათთან ერთად ზეიმობს ხოლმე ტიტულების მოპოვებას.

4. ის აღმერთებს თავის ოჯახს

უზარმაზარი პოპულარობა, ფანების დიდი არმია, მილიონობით ,,ფოლოუერი”, მაღალი შემოსავალი – ამ ყველაფერმა გავლენა ვერ მოახდინა კრისტიანოს მთავარ ღირებულებებზე: ოჯახი მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. მას ურჩევნია შვებულება დიდ ოჯახთან ერთად გაატაროს.

5. ის მარტივად და ღიად ურთიერთობს ფანებთან

ის ყოველთვის ცდილობს დრო გამონახოს და ფანებს პირისპირ დაეკონტაქტოს. რონალდუს არაერთხელ დაუმშვიდებია მისი დანახვით ატირებული ფანები და მათთვის ავტოგრაფიც არ დანანებია.

6. შეუძლია საკუთარ თავს დასცინოს

კრისტიანოს არაჩვეულებრივი იუმორი აქვს, ხშირად ის ღარიბულად იცვამდა და მადრიდის ქუჩებში ფეხბურთს თამაშობდა. ესაუბრებოდა უცნობებს, ქალებს ტელეფონის ნომრებს სთხოვდა, ხუმრობდა და ტკბებოდა, როცა ვერავინ სცნობდა მას.

7. მას ფეხბურთი უყვარს და არა ფული

რონალდუს შეუძლია ანაზღაურების გარეშეც ითამაშოს, რადგან ფეხბურთი ყველაფერს ურჩევნია. როცა მადრიდის რეალმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო, მან მთელი თავისი ხელფასი ქველმოქმედებას შესწირა. ეს კი ალბათ ნახევარი მილიონი ევრო იყო.

8. მას არ ეშინია ემოციების გამოხატვის

ის ძლიერი, თავდაჯერებული და ამავე დროს ძალიან მგრძნობიარე ადამიანია. რონალდუს არასდროს ეშინია ემოციების საჯაროდ გამოხატვა. შეუძლია იტიროს, იცინოს და შესაბამისად გამოავლინოს თავისი განწყობა.

9. ის ყოველთვის მზად არის დაეხმაროს სხვებს, თუნდაც მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელს

კრისტიანო რონალდუ ხშირად დახმარებია მეტოქის ტრავმირებულ ფეხბურთელს და მიუცილებია გასახდელამდე. ასეთ სიტუაციებში მას შეუძლია დარჩეს მშვიდი და პატივისცემა გამოხატოს სხვა მოთამაშის მიმართ.

თქვენ რას ფიქრობთ რონალდუზე? გულშემატკივრობთ მას? გაგვიზიარეთ კომენტარებში!

Categories
ბლოგი ფეხბურთი

30 ყველაზე გასაოცარი მანქანა, რომელსაც ცნობილი ფეხბურთელები ფლობენ

პროფესიონალური ფეხბურთის თამაში ბევრ უპირატესობებთანაა დაკავშირებული. ერთ-ერთი მათგანი მატერიალური უზრუნველყოფაა, რისი დამსახურებითაც ბევრ ფეხბურთელს ახალი და ძვირფასი მანქანების კოლექცია აქვს.

ეს სტატია განსაკუთრებით მოეწონებათ იმ ადამიანებს, ვისაც ფეხბურთიც ძალიან უყვარს და მანქანებშიც კარგად ერკვევა. ჩვენ დღეს შემოგთავაზებთ მანქანის 30 მოდელს. ამ სიიდან რამდენიმე შესაძლოა ერთი კონკრეტული ფეხბურთელის კოლექციის ნაწილი იყოს, ზოგი კი მხოლოდ ერთ მოდელს სჯერდება.

გადახედეთ სიას და შემდეგ დააფიქსირეთ კომენტარებში, თუ მანქანის რომელი მოდელია თქვენთვის საუკეთესო და გამორჩეული.

კრისტიანო რონალდუ, Ferrari LaFerrari – ფასი: 2 მილიონი ევრო

ცოტა ხნის წინჯერ კიდევ რეალ მადრიდში თამაშის დროს, პორტუგალიელმა კრისტიანო რონალდუმ ფერარის სპეციალური გამოშვების მოდელი შეიძინა – 2014 წლის LaFerrari. მანქანის საწყისი ღირებულება 3.2 მილიონი ევრო გახლდათ.

ჯიბრილ სისე, Plymouth Prowler – ფასი: 28,000 ევრო

ჯიბრილ სისეს მანქანების დიდი კოლექცია აქვს. ფრანგი ფეხბურთელის ერთ-ერთი უმსხვილესი შენაძენი არის Plymouth Prowler.

ბაკარი სანია, Pink Range Rover Sport – ფასი: 80,000 ევრო

სპორტული რენჯ როვერი პრემიერ ლიგის ფეხბურთელების ერთ-ერთი ფავორიტი გამოშვებაა. არსენალის მარჯვენა ნახევარმცველი ბაკარი სანიაც არ არის გამონაკლისი. მან ცოლთან ერთად რენჯ როვერის ახალი და ვარდისფერი მოდელი შეარჩია.

კემი აგუსტიენი, Baby Blue Mercedes C63 AMG – ფასი: 65,000 ევრო

კემი აგუსტიენმა ვარდისფერი მერსედესი ლურჯით შეცვალა. ამ მოდელს საკმაოდ მდიდრული სალონი აქვს, ვიზუალურად კი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი დიზაინის მქონე მანქანებად ითვლება.

ლიონელ მესი, Dodge Charger SRT8 – ფასი: 29,000 ევრო

გასაკვირია, მაგრამ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის მანქანა არც დიდი ვიზუალით გამოირჩევა და არც სისწრაფით, მაგრამ თავის სამუშაოს მშვენივრად ასრულებს, რადგან ეს მოდელი ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და სანდო ვარიანტია.

ჯერმეინ პენანტი, Chrome Aston Martin DBS – ფასი: 120,000 ევრო (მეორადი)

პენანტმაც შესანიშნავი არჩევანი გააკეთა და 2019 წლის გამოშვების ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი მანქანა აირჩია.

ვოიჩეხ შჩესნი, Matte Black Porsche Cayenne – ფასი: 90,000 ევრო

ეს მანქანა ბევრს დიდად არ აღაფრთოვანებს, თუმცა შჩესნი, როგორც ჩანს, მათ რიგებს არ მიეკუთვნება.

პიერ-ემერიკ ობამეიანგი, Lime Green Aston Martin DB9 – ფასი: 100,000 ევრო

არსენალის თავდამსხმელის გემოვნებას გულშემატკოვართა დიდი ნაწილი უცნაურად თვლის, ვინაიდან ლაიმისფერი მანქანა ძალიან ცოტა ადამიანს მოსწონს.

კარლოს ტევესი, Hummer H2 – ფასი: 30,000 ევრო

თავისი უზარმაზარი მანქანის ფონზე ტევესი კიდევ უფრო პატარა ჩანს, თუმცა როგორც ჩანს მისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს.

სტივენ ჯერარდი, Jaguar XKR Convertible – ფასი: 105,000 ევრო

იაგუარი ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებიანი არჩევანია, ბრიტანეთში მას განსაკუთრებულ პატივს სცემენ. ისევე როგორც მის მფლობელ სტივენ ჯერარდს.

ეშლი კოული, Mercedes SL63 AMG – ფასი: 111,000 ევრო

კოულის გერმანული ხომალდი 4,2 წამში 62 მილს ფარავს და 564 ცხენის ძალა აქვს. მერსედესის ეს მოდელი ყველაზე სწრაფ მანქანებში შედის.

კარლოს ტევესი, Porsche Panamera – ფასი: 95,000 ევრო

ტევესსაც სისესავით ძალიან უყვარს მანქანები და ერთი მოდელის ქონით არ შემოიფარგლება. მისთვის პორშეს ეს მოდელი კიდევ უფრო საინტერესო და კომფორტული ვარიანტია.

არდა ტურანი, Ferrari 45 – ფასი: 170,000 ევრო

კვლავ ყველასთვის საყვარელი ფერარი. ტურანმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მას ,,დიდად არ უყვარს მანქანები”, თუმცა ფერარის ცდუნებას მანაც ვერ გაუძლო.

ჯიბრილ სისე, Custom Dodge Ram Van – ფასი: უცნობია

შეგიძლიათ მოგწონდეთ ან არ მოგწონდეთ, მაგრამ ეს მანქანა საუკეთესოებს შორის შედის. სისეს კოლექციას კი მეტისმეტად ამდიდრებს.

ჯიბრილ სისე, Snakeskin Interior Cadillac Escalade – ფასი: 50,000 ევრო

სისეს მესამე სილამაზე. როგორც ჩანს ფრანგი ფეხბურთელი საკმაოდ კარგად ერკვევა მანქანებში, ვინაიდან მის კოლექციაში პოპულარულ მოდელებს ვერ შეხვდებით, ის სხვა ტიპის კომფორტს ანიჭებს უპირატესობას.

უეინ რუნი, Bentley Continental – ფასი: 151,000 ევრო

550 ცხენის ძალის მქონე ბენტლი, ერთი შეხედვით ძალიან ნაზია, თუმცა მისი მონაცემები ვიზუალს ნამდვილად არ ემთხვევა.

დავიდ ალაბა, Audi R8 GT Special Edition – ფასი: 142,000 ევრო

552 ცხენის ძალიან მქონე გერმანულ მანქანას ბოლო წლების გამორჩეულ მოდელად მიიჩნევენ.

კრისტიანო რონალდუ, Chrome Bugatti Veyron – ფასი: 1.1 მილიონი ევრო

რონალდუ თანხებს არ ზოგავს საუკეთესო და ძვირადღირებული მანქანების შეძენაში. არც არის გასაკვირი – ის ხომ დღესაც ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე ფეხბურთელია.

უეინ რუნი, Lamborghini Gallardo LP560-4 – ფასი: 160,000 ევრო

ლამბორჯინის გარეშე ეს სია სრულყოფილი ვერ იქნებოდა. ცოტა ხნის წინ რუნიმ თავისი კოლექცია ამ შესანიშნავი მოდელით სრულყო.

პეტრ ჩეხი, Chevrolet Camaro – ფასი: 40,000 ევრო

პრემიერ ლიგისა და ჩეხეთის ნაკრების სტაჟიანი მეკარე პეტრ ჩეხი უპირატესობას შევროლეს მოდელს ანიჭებს.

მარიო ბალოტელი, Ferrari F12 Berlinetta – ფასი: 240,000 ევრო

იტალიელი მარიო ბალოტელიც ფერარის დიდ მოყვარულებს მიეკუთვნება. ფერარის ამ მოდელს 730 ცხენის ძალა აქვს და საკმაოდ საშიშიც ხდება ცუდი მძღოლის ხელში ჩავარდნის შემთხვევაში.

ჯიბრილ სისე, Rolls Royce Ghost – ფასი: 180,000 ევრო

კვლავ კოლექციონერი ჯიბრილ სისე თავისი უცხო მოდელებით. ეს ძვირფასი და საკმაოდ ინოვაციური ვარიანტია მანქანის მოყვარულებისთვის.

რიო ფერდინანდი, Bentley Arnage – ფასი: 190,000 ევრო

ამ მოდელის ერთი ვარიანტის აწყობას 450 ადამიანის ჩართულობა დასჭირდა. რიო ფერდინანდი და დევიდ ბექჰემი ამ მოდელის ცნობილ ფანებად ითვლებიან.

სამუელ ეტოო, Aston Martin V12 Zagato – ფასი: 396,000 ევრო

ესეც ერთ-ერთი ძვირადღირებული მანქანაა. მის მოდერნიზებულ ვერსიას 510 ცხენის ძალა აქვს.

დევიდ ბექჰემი, Rolls Royce Phantom – ფასი: 300,000 ევრო

როგორც ჩანს, ბენტლის გარდა ბექჰემს ჯიბრილ სისეს ერთ-ერთი ფავორიტი ფირმის მანქანაც მოსწონს.

ფრანჩესკო ტოტი, Ferrari 599 GTO – ფასი: 305,000 ევრო

ეს ფერარის ახალი და ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია. მას 599 ცხენის ძალა აქვს.

სამუელ ეტოო, Aston Martin One-77 – ფასი: 1.175 million ევრო

ეტოოს ძვირფასი მანქანა დიდად სწრაფი არ არის (220 ცხენის ძალა), მაგრამ სხვა ბევრი უპირატესობა აქვს და სწორედ ეს ხდის მას ასე ძვირს.

ლიონელ მესი, Maserati GranTurismo MC Stradale – ფასი: 110,000 ევრო

ეს მოდელი მასერატის საუკეთესო ვერსიადაა აღიარებული. მონაცემების გარდა, ის ლამაზია როგორც შიგნიდან ისე გარე ვიზუალით.

კრისტიანო რონალდუ, Matte Black Lamborghini Aventador LP700-4 – ფასი: 289,000 ევრო

ეს რონალდუს კოლექციის ყველაზე იაფიანი მოდელია. ლამბორჯინის ნიმუში ასევე ძალიან მოსწონთ ანდრეა პირლოსაც და მარიო ბალოტელისა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი, Ferrari Enzo – ფასი: 750,000 ევრო

ზლატანმაც ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ვარიანტი აარჩია. ფერარის ეს ვერსია მხოლოდ 399 ცალია დარჩენილი. ენზო არ არის ფერარის უახლესი მოდელი, მაგრამ ერთ-ერთი საუკეთესოა.

საბოლოო ჯამში, ფეხბურთელები აძლევენ თავს იმის ფუფუნებას, რომ ძვირფასი მანქანებით განებივრდნენ. სიჩქარე, ძალა, ვიზუალი, კომფორტული სალონი – ეს ის კრიტერიუმებია, რაც მანქანას ძვირფასს ხდის. ცნობილი სპორტსმენებიც სწორედ ამის მიხედვით არჩევენ კოლექციის საგნებს.

თქვენ რომელი მანქანის მოდელი მოგწონთ? მოხვდა ამ სიაში თქვენი ფავორიტი? გთხოვთ, გაგვიზიარეთ კომენტარებში!

Categories
ფეხბურთი

2020 წლის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი

როცა საქმე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელობას ეხება, სხვა კრიტერიუმებთან ერთად აუცილებლად იწყება სპორტსმენის ანაზღაურების საკითხის განხილვა. ლიონელ მესი და კრისტიანო რონალდუ Forbes-ის რეიტინგში პირველ ორ ადგილს ინაწილებენ.

ფეხბურთის ფანებს ახალი ფავორიტიც ჰყავთ – კილიან მბაპე. ის პარი სენ-ჟერმენის ვარსკვლავი გახლავთ და 5 წლის განმავლობაში მის ანგარიშზე უკვე 103 გოლია. მბაპეც ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების სიის ხუთეულშია შესული.

აგრეთვე აღსანიშნავია მისი თანაგუნდელი ნეიმარი, რომელსაც ჯერჯერობით მბაპეზე მეტი ანაზღაურება აქვს. თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს დროებითია.

მაშ ასე, დღეს გთავაზობთ ტოპ 10 ფეხბურთელს, რომელთაც ყველაზე მაღალი შემოსავალი აქვთ 2020 წლის მონაცემებისთვის.

1. ლიონელ მესი, ბარსელონა

საერთო შემოსავალი: 126 მილიონი დოლარი

ხელფასი: 92 მილიონი დოლარი | ბონუსი: 34 მილიონი დოლარი

საფეხბურთო კლუბ ბარსელონას 105 წელი დასჭირდა 64 ტიტულის მოსაპოვებლად, სანამ 2005 წელს მესი გამოჩნდებოდა. გასული 16 წლის განმავლობაში ის გუნდს 34 ტიტულის მოგებაში დაეხმარა. მისი გასაოცარმა თამაშის სტილმა და დაუჯერებელმა შედეგებმა მას კარიერის მანძილზე ერთი მილიარდი დოლარი მოაპოვებინა. 2020ში მესი ბარსელონას დატოვებას ფიქრობდა, თუმცა საბოლოოს მაინც დარჩა და კლუბისგან ხელფასის სახით 92 მილიონი დოლარიც მიიღო.

2. კრისტიანო რონალდუ, იუვენტუსი

საერთო შემოსავალი: 117 მილიონი დოლარი

ხელფასი: 70 მილიონი დოლარი | ბონუსი: 47 მილიონი დოლარი

რონალდო პლანეტის ყველაზე ცნობილი სპორტსმენია, მას სოციალურ ქსელებში 457 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. ის ასევე ბევრ ისეთ ცნობილ ბრენდს წარმოადგენს რეკლამებში, როგორებიცაა Herbalife და შამპუნი Clear. მათ სიაშია ფეხბურთელის მუდმივი სპონსორი Nike. რონალდუ ცნობილი ირანელი ფეხბურთელის – ალი დაეის შემდეგ მეორე ადამიანია, რომელსაც საერთაშორისო შეხვედრებში 100ზე მეტი გოლი აქვს გატანილი. ამ ნიშნულს მან უეფას ეროვნულ ლიგაზე თამაშისას მიაღწია, სადაც მისი პორტუგალია შვედეთის წინააღმდეგ თამაშობდა.

3. ნეიმარი, პარი სენ-ჟერმენი

ხელფასი: 78 მილიონი დოლარი | ბონუსი: 18 მილიონი დოლარი

28 წლის ბრაზილიელი ფორვარდი ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ფიგურაა ფეხბურთში. ის ბარსელონაში ასპარეზობდა, სადაც უკმაყოფილებას გამოთქვამდა ანაზღაურების გამო, ასევე მას ბევრი კრიტიკა ხვდა წილად, ვინაიდან მესის გვერდით დაჩრდილული იყო. ამის გამო ნეიმარი 2017 წელს პარი სენ-ჟერმენს შეუერთდა. მისი ტრანსფერი რეკორდული რიცხვი – 263 მილიონი დოლარი დაჯდა, ფეხბურთელის ყოველწლიური ხელფასი კი 70 მილიონი დოლარია. ბრაზილიელის პარიზში შენარჩუნება პსჟ-ს უკვე 600 მილიონ დოლარზე მეტი დაუჯდა. ამ ზაფხულს ნეიმარმა კონტრაქტი გაწყვიტა Nike-თან და Puma-სთან გააფორმა.

4. კილიან მბაპე, პარი სენ-ჟერმენი

საერთო შემოსავალი: 42 მილიონი დოლარი

ხელფასი: 28 მილიონი დოლარი | ბონუსი: 14 მილიონი დოლარი

ზედიზედ მეორე წელია მბაპე ლიგა 1-ის ოქროს ბუცის მფლობელი ხდება, ეს ტიტული ყველაზე მეტი გოლის ავტორს ხვდება წილად. მისი კლუბი ასევე შიდა ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. 2020-2021 წლის სეზონის დასაწყისი კილიან მბაპესთვის რთული აღმოჩნდა, ვინაიდან ფეხბურთელს სეზონის პირველი ეტაპის კარანტინში გატარება მოუწია. მას Covid-19ზე ტესტირება ჩაუტარდა, პასუხი კი დადებითი აღმოჩნდა. თუმცა მისი ადვოკატის თქმით, მბაპეს ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობდა.

5. მუჰამედ სალაჰი, ლივერპული

საერთო შემოსავალი: 37 მილიონი დოლარი

ხელფასი: 24 მილიონი დოლარი | ბონუსი: 13 მილიონი

სალაჰმა ყველა ჩემპიონატში მოახერხა მაყურებლისთვის თავის დამახსოვრება, ბოლო სამი სეზონია ის ინტენსიურად იტანს გოლებს და კლუბისთვის უდიდეს სამუშაოს ასრულებს. 2019-20 წლის სეზონზე მან დიდი წვლილი შეიტანა ლივერპულის მიერ პრემიერ ლიგის თასის აღებაში, რაც ბოლო 30 წლის მანძილზე პირველად მოხდა. 2020-21 წლის სეზონის პირველივე მატჩში კი სალაჰმა ჰეტ ტრიკი შეასრულა. ლივერპულის გარდა სალაჰი ეგვიპტის ეროვნულ ნაკრებში თამაშობს. 28 წლის ფეხბურთელი Vodafone-ის პარტნიორი და UNDP-ის კეთილი ნების ელჩია. ის ამ მექანიზმით ეგვიპტელ ლტოლვილებს ეხმარება.

6. პოლ პოგბა, მანჩესტერ იუნაიტედი

საერთო შემოსავალი: 34 მილიონი დოლარი

ხელფასი: 28 მილიონი დოლარი | ბონუსი: 6 მილიონი დოლარი

პოგბას ამჟამინდელი კონტრაქტი მომავალ ზაფხულს იწურება, თუმცა მანჩესტერ იუნაიტედს მისი კიდევ ერთი წლით დატოვება სურს. ფრანგი ფლეიმეიქერი ხშირად ხუმრობის ხასიათზეა და იუნაიტედის ფანებსაც აშინებს ხოლმე. მაგალითად, აგვისტოს დასაწყისში მან თავის სოციალურ ქსელში დაპოსტა, რომ საფეხბურთო კლუბ ვერდანსკთან აფორმებდა კონტრაქტს. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს გამოგონილი გუნდი იყო კომპიუტერული თამაშის – ,,Call of Duty”-ის მეხუთე სეზონიდან. 27 წლის ფეხბურთელი წელს მესისა და სალაჰთან ერთად პეპსის კამპანიას შეუერთდა სახელად ,,თამაში არასდროს წყდება”.

7. ანტუან გრიზმანი, ბარსელონა

საერთო შემოსავალი: 33 მილიონი დოლარი

ხელფასი: 28 მილიონი დოლარი | ბონუსი: 5 მილიონი

გასულ სეზონს ფრანგი ფეხბურთელის დებიუტი ბარსელონაში წარუმატებელი იყო და გავრცელდა ჭორები, თითქოს ბარსა პსჟ-სთვის მის ნეიმარში გაცვლას აპირებდა. თუმცა ფეხბურთელი კვლავ კატალონიურ კლუბში რჩება. გრიზმანი ბრუკლინ ნეტსის ფანია და ხშირად ესწრება აშშ-ში საკალათბურთო მატჩებს, ასევე ხშირად პოსტავს მათზე თავის სოციალურ ქსელებში. ნეტსის ვარსკვლავმა კევინ დურანტმა წვლილი იმაშიც კი შეიტანა, რათა ბარსელონაში გრიზმანის სათამაშო ნომერი 17 ნომერი 7-ით შეეცვალათ 2020-21 წლის სეზონისთვის.

8. გარეტ ბეილი, მადრიდის რეალი

საერთო შემოსავალი: 29 მილიონი დოლარი

ხელფასი: 23 მილიონი დოლარი | ბონუსები: 6 მილიონი დოლარი

ბეილი კვლავ განაგრძობს თამაშს რეალ მადრიდის ახალ მენეჯერ ზინედინ ზიდანთან ერთად. თუმცა მას უმეტესად სკამზე უწევს ჯდომა და ყველაზე ძვირ სათადარიგო ფეხბურთელად ითვლება. ლა ლიგის ბოლო 11 შეხვედრაში მან მხოლოდ ორჯერ ითამაშა. უელსელი ფეხბურთელი გოლფის დიდი მოყვარულია და ხშირად არეკლამებს TaylorMadeის პროდუქტებს სოციალურ ქსელებში.

9. რობერტ ლევანდოვსკი, მიუნხენის ბაიერნი

საერთო შემოსავალი: 28 მილიონი დოლარი

ხელფასი: 24 მილიონი დოლარი| ბონუსები: 4 მილიონი დოლარი

კორონავირუსის პანდემიის გამო, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ – ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიის მასპინძელმა – გადაწყვიტა 2020 წლის დაჯილდოება გაეუქმებინა. თუმცა რობერტ ლევანდოვსკის არაჩვეულებრივი შანსი ჰქონდა წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მოეპოვებინა. ყველა ჩემპიონატში, პოლონელმა თავდამსხმელმა 65 გოლი მოუტანა მიუნხენის ბაიერნს – 55 გოლი და 10 საგოლე გადაცემა 47 თამაშში. ჩემპიონთა ლიგაში კი ის ყოველ თამაშში იტანდა, სანამ პარი სენ-ჟერმენთან არ მოუწიათ შეხვედრა. სტადიონს მიღმა, ლევანდოვსკი ერთ-ერთი წარმატებული ტიკტოკის მომხმარებელია, მას 2,4 მილიონი გამომწერი ჰყავს.

10. დევიდ დე ხეა, მანჩესტერ იუნაიტედი

საერთო შემოსავალი: 27 მილიონი დოლარი

ხელფასი: 24 მილიონი დოლარი | ბონუსი: 3 მილიონი დოლარი

დე ხეას 24 მილიონიანი ხელფასი მას ყველაზე მაღალანაზღაურებად მეკარედ აქცევს სამყაროში. მან არაერთხელ გადაარჩინა გუნდი წაგებას, ხშირად ის ერთი შეხედვით განწირულ ბურთებსაც კი იგერიებს. ივლისში დე ხეამ მეოთხასე თამაში ჩაატარა მანჩესტერ იუნაიტედის მაისურით. ესპანელი მეკარე 2010 წლიდან დაქორწინებულია პოპულარულ ესპანელ მომღერალსა და მსახიობ – ედუნზე და ხშირად არეკლამებს მის ნამუშევრებს სოციალურ ქსელებში.

თქვენ რომელი ფეხბურთელი მოგწონთ ყველაზე მეტად? არის ის მაღალანაზღაურებადი მოთამაშეების სიაში? გაგვიზიარეთ კომენტარებში!

Categories
ფეხბურთი

ფეხბურთელების ყველაზე სექსუალური ცოლები და მეგობარი გოგონები

ბევრ ადამიანს აინტერესებს, თუ როგორია მათი საყვარელი ფეხბურთელების ცხოვრება სტადიონს მიღმა. ამბობენ, ყველა წარმატებული კაცის უკან ქალი დგასო. ასე რომ, გასაკვირი არ არის, რომ ფეხბურთელებს ლამაზი, სექსუალური და ასევე წარმატებული შეყვარებულები და ცოლები ჰყავთ.

დღეს ჩვენ რამდენიმე მათგანს გაგაცნობთ, თუმცა დარწმუნებულები ვართ, რომ ზოგიერთი ისედაც ბევრჯერ გეყოლებათ ინტერნეტში ნანახი. ცხადია, მოცემული სია ამით არ სრულდება. მაშ ასე, გადახედეთ ფეხბურთელების ცოლებსა და რჩეულ გოგონებს.

სარა კარბონერო (იკერ კასილასის მეუღლე)

იკერ კასილასი დაიბადა 1981 წლის 20 მაისს და ცნობილია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე მსოფლიოში. მას ესპანეთში ,,San Iker”-ს ეძახდნენ, რაც ,,წმინდა იკერს” ნიშნავს – ეს კი ბურთის გასაოცრად ეფექტური აღებებისა და მოგერიების გამო შეარქვეს.

მისი მეუღლე არის სარა კარბონერო არევალო. ის კასილასზე 3 წლით უმცროსია, დაიბადა 1984 წლის 3 თებერვალს. სარა სპორტული ჟურნალისტია.

წყვილმა შეხვედრა 2009 წელს დაიწყო, სწორედ იმ წელს, როცა სარას სპორტის ამბების წარმომადგენლად და რედაქტორად მუშაობა შესთავაზეს მუშაობა Telecinco-ში. 5 წლის შემდეგ, 2014 წლის იავნარში, დაიბადა მათი პირველი შვილი, 2015 წლის ნოემბერში კი წყვილმა გამოაცხადა, რომ მეორე შვილს ელოდებოდნენ. 2016 წელს იკერი და სარა დაქორწინდნენ.სამწუხაროდ, 2019 წლის მაისში სარამ განაცხადა, რომ მას ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინეს. ჟურნალისტმა ქირურგიული ოპერაცია ჩაიტარა, შემდეგ ქიმიოთერაპიის კურსები და საბედნიეროდ, ახლა კარგად არის.

ლორენა ბერნალი (მიკელ არტეტას მეუღლე)

არსენალის ახალგაზრდა მწვრთნელ – მიკელ არტეტასაც გვერდით ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქალი ჰყავს და გულშემატკივრობს მას. ლორენა 1981 წლის 12 მაისს, არგენტინაში დაიბადა.ის მის ესპანეთი 1999 გახლდათ 17 წლის ასაკში, თუმცა ასაკის გამო მის მსოფლიოზე ვერ წარადგინეს. თუმცა შემდეგ წლებში მაინც მოხვდა მის მსოფლიოს ტოპ ათეულში.არსენალის ყოფილ ვარსკვლავს ლორენა 2002 წელს შეხვდა და ირწმუნება, რომ მაშინ არაფერი იცოდა არტეტას ფეხბურთელობის შესახებ.ექვსწლიანი შეხვედრების შემდეგ, წყვილი 2010 წელს ესპანეთში, მალიორკაში დაქორწინდა. დღეს მათ 3 ვაჟი ჰყავთ.

პილარ რუბიო (სერხიო რამოსის მეუღლე)

სერხიო რამოსი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფეხბურთელია, ის 1986 წლის 30 მაისს დაიბადა და დღესაც მადრიდის რეალის ცენტრალურ მცველად თამაშობს. მისი ცოლი პილარ რუბიო ესპანელი რეპორტიორი და ტელეწამყვანია. ის 1978 წელს ესპანეთში დაიბადა.

წყვილი 2012 წლის ზაფხულში შეხვდა ერთმანეთს. 2013 წელს კი მათ ურთიერთობაზე საჯაროდ განაცხადეს. რამოსს და რუბიოს უკვე სამი ვაჟი ჰყავთ.

სერხიომ პილარს 2018 წლის 16 ივლისს ხელი სთხოვა და წყვილი რამოსის მშობლიურ ქალაქ სევილიაში დაქორწინდა – 2019 წლის 15 ივნისს.

ლეა მონრო (ტამი აბრაჰამის მეუღლე)

ჩვენი შემდეგი ვარსკვლავი ,,ჩელსის” ახალგაზრდა ფეხბურთელი თამი აბრაჰამია. ის 1997 წლის 2 ოქტომბერს დაიბადა და ინგლისის ეროვნულ ნაკრებშიც თამაშობს.

მისი ცოლი ლეა მონრო ცნობილი მოდელია, გოგონა 1999 წელს ლონდონში დაიბადა. ახლა ის სოციალური მედიის ინფლუენსერი და YouTube-ის ვლოგერია. 20 წლის გოგონა ინტერნეტის მომხმარებლებს სილამაზის ხრიკებს სთავაზობს და თავს არ ზოგავს კარგი ვიდეოების ჩაწერისთვის.

ახალგაზრდა წყვილი ერთმანეთს 5 წელია ხვდება და ამჟამად ინგლისის ქალაქ ბირმინგემში ცხოვრობენ.

ლეონიტა ლეკაი (გრანიტ ჯაკას მეუღლე)

გრანიტ ჯაკა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნახევარმცველია მსოფლიოში, ის ამჟამად არსენალში და შვეიცარიის ეროვნულ ნაკრებში თამაშობს. მისი ცოლის დაბადების დროსა და ადგილზე ინფორმაცია არ მოიძებნება.

თუმცა ამბობენ, რომ ლეონიტა ლეკაი ალბანეთში დაიბადა და ცხოვრების ადრეული წლები კოსოვოს დედაქალაქ პრისტინაში აქვს გატარებული. შემდეგ მისი ოჯახი საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა.

გრანიტი მიუნხენგლადბახის ბორუსიაში თამაშობდა, როცა მის ამჟამინდელ მეუღლეს შეხვდა. წყვილი 2016 წელს დაინიშნა და 2017 წელს იქორწინეს. მათ ერთი შვილი ჰყავთ, გოგონა არიანა, რომელიც 2019 წელს დაიბადა.

ჯორჯინა როდრიგესი (კრისტიანო რონალდუს მეგობარი გოგონა)

მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი რონალდუ მუდამ ნიუსების სათავეშია. ის 1985 წლის თებერვალში დაიბადა და ამჟამად იუვენტუსში ასპარეზობს.

რონალდომ თავისი პარტნიორი ჯორჯინა როდრიგესი პირველად Dolce & Gabbana-ს ღონისძიებაზე ნახა. ჯორჯინა იქ მოდელად მუშაობდა. მათ 2016 წელს დაიწყეს შეხვედრა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა ჯორჯინა ფეხმძიმობის შესახებ. ეს რონალდუსთვის მეოთხე შვილი იქნება.

წყვილი დიდი ხნის მანძილზე ფარულად ხვდებოდა, შემდეგ კი ურთიერთობა გაასაჯაროეს. როგორც ცნობილია ისინი კვლავ ერთად არიან.

ედურნე გარსია (დევიდ დე ხეას მეგობარი გოგონა)

მომდევნო მოთამაშე არის დავიდ დე ხეა. ის მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული მეკარეა, რომელიც 1990 წლის 7 ნოემბერს დაიბადა და თავის მეგობარ გოგონას 2010 წელს, 20 წლის ასაკში შეხვდა.

1985 წელს დაბადებული გარსია ცნობილია სამომღერლო კარიერით, ის მსახიობი და ტელეწამყვანიცაა. მისი კარიერული დიდება 2005-06 წლებში დაიწყო. გოგონას ალბომიც აქვს გამოშვებული სახელად ,,Despierta”.

წყვილი არ საუბრობს იმაზე, თუ როგორ შეხვდნენ ერთმანეთს ან ახლა როგორია მათი თანაცხოვრება.

ემინ გალსი (მესუთ ოზილის მეუღლე)

მესუთ ოზილის ჯერიც მოვიდა. არსენალის ცნობილი შემტევი ნახევარმცველი 1988 წლის ოქტომბერში დაიბადა და პროფესიონალური ფეხბურთის თამაში შალკეში დაიწყო, 2006 წელს.

მისი მეუღლე, ვისთანაც 2017 წელს დაიწყო შეხვედრა, 26 წლის თურქი და შვედი მსახიობი, მოდელი და სილამაზის კონკურსის ტიტულოვანი, ამინ გალსია. ის 1993 წლის 30 აპრილს შვედეთში დაიბადა.

2017 წელს წყვილმა შეხვედრა დაიწყო და 2 წლის შემდეგ, 2019 წლის იანვარში დაინიშნნენ. რამდენიმე თვეში კი იქორწინეს.

2020 წლის მარტს, წყვილს პირველი შვილი ეყოლა – ქალიშვილი სახელად ედა.

მეგი სალაჰი (მუჰამედ სალაჰის მეუღლე)

დროა ლივერპულის ცნობილ ვარსკვლავ მო სალაჰზე და მის მისტიკურ ცოლზე ვისაუბროთ.

წითლების ფორვარდი მუჰამედ სალაჰი 1992 წელს დაიბადა და დღეს სამყაროს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება. მისი მეუღლის – მეგი სალაჰის გადაღება სტადიონებზეც რთულად ხერხდება.

2013 წელს წყვილი დაქორწინდა და ერთი წლის შემდეგ ქალიშვილი სახელად მაკკა ეყოლათ. ორივე მათგანი მორწმუნე მუსლიმია, მეგი თავსაბურავით დადის. სხვადასხვა გამოცემების თანახმად, წყვილი ეგვიპტის სოფლის ერთ სკოლაში სწავლობდა.

ვიქტორია ბექჰემი (დევიდ ბექჰემის მეუღლე)

შემდეგი არის ყველასთვის გამორჩეული წყვილი დევიდ და ვიქტორია ბექჰემები. 1975 წლის 2 მაისს დაბადებული დევიდი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელადაა მიჩნეული. მისი მეუღლეც ცნობილი სახეა და ადრე პოპ ჯგუფის ,,Spice Girls”-ის მომღერალი იყო.

წყვილმა შეხვედრა 1997 წელს დაიწყო, შემდეგ ვიქტორია ხშირად ესწრებოდა მანჩესტერ იუნაიტედის თამაშებს. დევიდმა მას ხელი 1998 წლის 24 იანვარს სთხოვა და ისინი ირლანდიაში დაქორწინდნენ. ქორწილამდე მათ უკვე ჰყავდათ ერთი ვაჟი.

ამ დროისთვის მათ 4 შვილი ჰყავთ: 3 ბიჭი და ერთი გოგონა.

ნატალია ბარულიჩი (ნეიმარის მეგობარი გოგონა)

პესეჟეს ცნობილი ვარსკვლავის – ნეიმარის ირგვლივ მუდამ ახალ-ახალი ჭორები ტრიალებს. თუმცა მისი ამჟამინდელი მეგობარი გოგონა ჭორს ნამდვილად არ ჰგავს.

მისი რჩეული კუბელ- ხორვატიელი ლამაზმანი ნატალია ბარულიჩია. ამ ორმა ცნობილმა სახემ ერთმანეთი რამდენიმე წლის წინ გაიცნო. იმ დროს ბარულიჩი მომღერალ მალუმას ხვდებოდა, ნეიმარი კი ბრუნა მარკეზინს.

შემდეგ წყვილმა ერთმანეთთან შეხვედრა დაიწყო. ნატალიამ სოციალურ ქსელში საერთო ფოტოც გამოაქვეყნა, სადაც აღფრთოვანებას გამოხატავდა ნეიმარის გარეგნული და შინაგანი სილამაზის შესახებ.

ანტონელა როკუზო (მესის მეუღლე)

დროა საუკეთესო წყვილზე საუბრის. ლიონელ მესი ამჟამადაც ბარსელონაში თამაშობს. ის 1987 წლის ივნისში დაიბადა, მისი მეუღლე ანტონელა როკუზო კი მოდელი გახლავთ.

გოგონა 1988 წელს არგენტინაში დაიბადა. ის უნივერსიტეტში სწავლობდა, რათა დენტისტი გამხდარიყო, თუმცა შემდეგ სოციალური კომუნიკაციები არჩია.

2016 წელს კი მან ინსტაგრამზე დაპოსტა თავისი სამოდელო კონტრაქტი არგენტინის მოდის დიზაინერ რიკი სარკანისთან.

ცნობილი არ არის ის, თუ რამდენი ხანია წყვილი ერთმანეთს იცნობს, თუმცა ერთად 2008 წლიდან ჩანან.

მათ შორის კავშირი 2007 წელს გაღრმავდა, როცა მესი როსარიოში ჩაფრინდა, რათა ანტონელასთვის მეგობრის გარდაცვალება მიესამძიმრებინა.

2017 წლის 30 ივნისს წყვილი დაქორწინდა როსარიოში. მათ ახლა სამი შვილი ჰყავთ: ტიაგო, მატეო და ცირო.

შაკირა (ხერარდ პიკეს მეგობარი გოგონა)

ბოლო წყვილი ერთ-ერთი საუკეთესოა. ხერარდ პიკე და შაკირა – უკვე თითქმის ათი წელია, რაც განუყრელები არიან.

ისინი ერთმანეთს 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე შეხვდნენ, ამ დროს შაკირა ჩემპიონატის ჰიმნზე მუშაობდა (”Waka Waka”), რომელსაც ,,აფრიკის დროა” ეწოდება.

წყვილის ურთიერთობა ცნობილი გახდა მაშინ, როცა 2011 წელს ცნობილი ფეხბურთელი მეგობარ გოგონას სცენაზე შეუერთდა. ამ დროს შაკირას ესპანეთში კონცერტი ჰქონდა.

2012 წელს შაკირამ ფეხმძიმობის შესახებ განაცხადა. მილან პიკე მებარაკი 2013 წლის იანვარში დაიბადა და 2 წლის შემდეგ მათ მეორე შვილი – საშა პიკე მებარაკი ეყოლათ.

თუ გაგიჩნდათ კითხვა, რატომ არ ქორწინდებიან ისინი, შაკირამ 2020 წელს, წყვილების 60 წუთიან ინტერვიუში აღნიშნა, რომ გადაწყვეტილი აქვს არ დაქორწინდეს.

,,მართალი რომ გითხრათ, ქორწინება სასტიკად მაშინებს. არ მინდა მან თავის ცოლად დამინახოს, მირჩევნია მისთვის სულ მეგობარი გოგონა ვიყო,” თქვა შაკირამ.

,,მისი შეყვარებული, მისი მეგობარი გოგონა. ეს აკრძალული ხილივითაა, ხომ გესმით? მინდა ეს შევინარჩუნოთ. ასე ის უფრო აქტიური და ფოკუსირებული იქნება ურთიერთობაზე და მეტად დაუშვებს იმას, რომ შეიძლება რაღაცები შეიცვალოს.

თქვენი ფავორიტი წყვილი რომელია? მოხვდნენ ისინი ჩამონათვალში? გაგვიზიარეთ კომენტარებში!

Categories
ბლოგი

ყველა დროის 10 საუკეთესო სპორტული ფილმი

არის რაღაც გასაოცრად ამაღელვებელი მაყურებლის ოვაციებში, რაც უბრალო სპორტულ თამაშსაც კი ემოციურ თავგადასავლად აქცევს. ხშირად მაყურებლებს დამატებით მოთამაშეებსაც ეძახიან. სპორტული ფილმებიც სწორედ ამ ენერგიითაა დამუხტული. კინოს მოყვარულებს ბოლომდე ითრევს სიუჟეტში და უკვე აქაც მნიშვნელოვანი ხდება გამარჯვებულის ვინაობა.

მსახიობთა გულშემატკივრობის მომენტი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რამაც სპორტული ფილმები ასე წარმატებულად აქცია ჰოლივუდში. ყოველ წელს ახალი და ახალი სპორტული ჟანრის კინოს იღებენ, რაც იმის განცდას ქმნის, თითქოს რინგზე ან სტადიონზე ვართ და მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას ვუყურებთ.

რა აქცევს წარმატებულად სპორტულ ფილმს?

თითქმის ყველა წარმატებული სპორტული ფილმი ეფუძნება ერთ წამყვან ნარატივსა და ემოციებს. უმეტესად, მთავარი პერსონაჟი არის ძალიან ნიჭიერი, თუმცა არც ისე ხელსაყრელი გარემო აქვს განვითარებისთვის, საბოლოოდ კი გადამწყვეტ ბრძოლაში უწევს საკუთარი პოტენციალის დამტკიცება. ამის კარგი მაგალითია ,,როკი” – სადაც ზრდასრული მოყვარული მოკრივე მთელ ინდუსტრიას ყირაზე დააყენებს.

ასევე წამყვანი პასაჟია ბრძოლის სადავეების დაბრუნება, ანუ ეგრედ წოდებული ,,ქამბექი”. ასეთ ფილმებში ჩემპიონი ხშირად სასოწარკვეთილია, მისი არავის სჯერა, საკვანძო ბრძოლაც მძიმედ იწყება. თუმცა პერსონაჟს აქვს საკმარისი თვითრწმენა, რათა ბრძოლა საბოლოოდ მოიგოს.

საბოლოო ჯამში, საუკეთესო სპორტულ ფილმებს აქვთ მსგავსი მახასიათებლები. ისინი გამარჯვების სურვილით არის გაერთიანებული, სურვილით – დატოვონ წარუშლელი შთაბეჭდილება და უკვდავყონ თავიანთი სახელი.

ყველა დროის საუკეთესო სპორტული ფილმები

თუ გადაწყვეტთ სპორტული ჟანრის ფილმის ნახვას, არ იდარდოთ, ჩვენ დღეს არაჩვეულებრივ ათეულს შემოგთავაზებთ. ცხადია ეს არასრული სიაა და ჩამონათვალის გაგრძელება გაცილებით დიდ ციფრებში შეიძლება. ბოლო მონაცემებით, ეს 10 ფილმი Rotten Tomatoes კრიტიკოსების შერჩეულ სიაშია. ქვემოთ ნახავთ გასული საუკუნის შედევრებსაც და ახალ ნამუშევრებსაც. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, გთავაზობთ, ყველა დროის 10 გამორჩეულ სპორტულ ფილმს.

1. რესტლერი / The Wrestler (2008)

მიკი რურკის პერფორმანსი 2008 წლის ძლიერ დრამაში – უბრალოდ სუნთქვისშემკვრელია. ის ასაკოვანი მოჭიდავის როლს თამაშობს, რომელიც თავის სპორტულ დიდებას იბრუნებს. რურკი იდეალურად გვიხატავს წარსულის დიდების შემდეგ გამდგარ მარტოობას და 40 წლის შემდეგაც ისევ აქტუალურად დარჩენის მცდელობას.

მიკის პერსონაჟს სახელად რენდი ჰქვია და სპორტისადმი მისი ვნება და თავდადება არ კვდება, მიუხედავად მოულოდნელი გულის შეტევისა. რესტლერი უდავოდ ერთ-ერთი გამორჩეული სპორტული ფილმია. ეს არის ნამუშევარი, რომელსაც გულის გარეშე ვერ უყურებ.

სპორტი: ჭიდაობა
გამოშვების თარიღი
: 2009 წლის 8 იანვარი
რეჟისორი: დარენ არანოვსკი

2. ქრიდი: როკის მემკვიდრეობა / CREED (2015)

,,როკის” პრივილეგიის ფილმი დღევანდელ ეპოქაში არის ,,ქრიდი.” აქ მოთხრობილია ისტორია ადონის ჯონსონ ქრიდის შესახებ, რომელიც ვეტერანი ძალოსანის აპოლო ქრიდის ვაჟია. მამის კარიერის გავლენით ადონის ჯონსონმაც გადაწყვიტა მებრძოლის კარიერას დაუფლებოდა. ის როკი ბალბოას მიმართავს (სილვესტერ სტალონე). ფილმში არაჩვეულებრივად თამაშობს მაიკლ ბი ჯორდანი, თუმცა შოუ სტალონემ მოიპარა და ოსკარიც თავად აიღო საუკეთესო მსახიობი კაცისთვის მეორეხარისხოვან როლში, რასაც ნამდვილად იმსახურებდა.

სპორტი: კრივი
გამოშვების თარიღი
: 2015 წლის 26 ნოემბერი
Director: რაიან კუგლერი
შემოსავალი: 173.6 მილიონი აშშ დოლარი

3. მე, ტონია / I, Tonya (2018)

ავსტრალიელი მსახიობი ქალი მარგო რობი გასაოცრად ასრულებს ველური და სკანდალური რონია ჰარდინგის როლს, რომელიც ჩემპიონია ფიგურულ სრიალში. ეს სხვა ფილმებისგან იმით განსხვავდება, რომ მთავარი პერსონაჟი არც თუ ისე მისაბაძი პიროვნული თვისებებით გამოირჩევა, საკუთარი კარიერისთვის შავ-ბნელ საქმეებსაც ახორციელებს. ფილმში ჩანს, თუ როგორი მეთოდებით უტევს ტონია თავის ოლიმპიურ მეტოქეს ნენსი კერიგანს. ეს ამბავი 1980 წელს, 20 წლის შემდეგ გახდა ცნობილი და ამან მსოფლიო შოკში ჩააგდო. ტონიას სპორტული აკვიატება ძალიან რეალური და შემაძრწუნებელია.

სპორტი: ფიგურული სრიალი
გამოშვების თარიღი
: 2018 წლის 1 თებერვალი
რეჟისორი: კრეიგ ჟლეპი
შემოსავალი: 53.9 მილიონი აშშ დოლარი

4. ფორდი ფერარის წინააღმდეგ / Ford vs Ferrari (2019)

კრიტიკოსების ერთ-ერთი ფავორიტი სპორტული ნამუშევარი არის ფორდი ფერარის წინააღმდეგ, სადაც უკანასკნელი ეპოქის (და არამხოლოდ) საუკეთესო მსახიობები – მეთ დეიმონი და კრისტიან ბეილი მონაწილეობენ და ქმნიან მაღალ რეიტინგიან თავგადასავალს რბოლაში. რეალურ ამბავზე დაფუძნებული ამბავი ეხება ამერიკელ მანქანების დიზაინერს ქეროლ შელბის და უშიშარ მძღოლ – კენ მაილსს. მათ ერთად რევოლუციური სარბოლო ფორდის მანქანა შექმნეს, რომელიც ფერარისაც უპირისპირდებოდა – ეს კი 1966 წელს საფრანგეთში, ლე მანის 24 საათში გამოჩნდა (24 Hours of Le Mans). ძალიანაც რომ არ გიყვარდეთ მანქანების შეჯიბრის ყურება, მაინც ვერ უარყოფთ, რომ ფორდი ფერარის წინააღმდეგ ერთ-ერთი საუკეთესო სპორტული ფილმია უახლეს ისტორიაში.

სპორტი: ავტორბოლა
გამოშვების თარიღი
: 2019 წლის 30 აგვისტო
რეჟისორი: ჯეიმს მანგოლდი
შემოსავალი: 225.5 მილიონი აშშ დოლარი

5. ადამიანი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა / Moneyabll (2011)

ეს არის ფილმი, რომელმაც ჯონა ჰილი სერიოზულ მსახიობად დაგვანახა. კინო აღწერს ნამდვილ ისტორიას, თუ როგორ შეცვალა მწრვთნელმა – ბილი ბინმა (ბრედ პიტი) ოკლენდ A-ს გუნდური ისტორია. ფილმი ბეისბოლის სამყაროში გეპატიჟებათ და გაჩვენებთ თუ რა არის ამ სპორტში მთავარი, რათა წარმატებული გახდე. ბილი ბინის მენეჯერული უნარები დღეს სამაგალითოდ არის მიჩნეული სპორტის ბევრ სახეობაში, თუმცა ამ ყველაფრის საწყისი არაჩვეულებრივი სანახავია – თუ როგორ დაიწყო გუნდმა განვითარება და როგორი ფორმაცია განიცადა. ბევრი მაყურებლისთვის ეს ერთ-ერთი გამორჩეული სპორტული ჟანრის ნამუშევარია.

სპორტი: ბეისბოლი
გამოშვების თარიღი
: 2011 წლის 19 სექტემბერი
რეჟისორი: ბენეტ მილერი
შემოსავალი: 110.2 მილიონი აშშ დოლარი

6. კალათბურთზე ოცნება / Hoop Dreams (1994)

კალათბურთზე ოცნება აღწერს მძიმე ამბავს რეგრესებზე, ჩავარდნილ და წარუმატებელ სტარტზე და იმედგაცრუებებზე. აქ აღწერილია ჩიკაგოს პროფესიონალური კალათბურთის მფრინავი სამყარო. ფილმი მოგვითხრობს ორ ახალგაზრდა კაცზე, რომლებიც უმაღლეს სკოლაში სწავლობენ და კალათბურთი ყველაზე ნაკლებად აინტერესებთ. ორივე მათგანი უმკლავდება მშობლების ნარკოდამოკიდებულებას, სიღარიბეს, შიდა ქალაქში არსებულ ძალადობებს, ჩვეულ წინაღობებს, რაც შეჯიბრში გადადის და ფიზიკურ ტრავმებსაც მოიცავს და ა. შ. ეს არის თვალისამხელი გამოცდილება და გვაჩვენებს სპორტის ბნელ მხარეს, რაც როგორც წესი, უყურადღებოს რჩება ხოლმე.

სპორტი: კალათბურთი
გამოშვების წელი
: 1996 წლის 5 სექტემბერი
რეჟისორი: სტივ ჯეიმსი
სცენარისტი: სტივ ჯეიმსი და ფედერიკ მარი

7. როკი / Rocky (1976)

ეს სილვესტერ სტალონეს საკულტო ნამუშევარია. ფილმი 1976 წელს გამოვიდა და დღემდე უამრავი ადამიანის ფავორიტად ითვლება აღნიშნულ ჟანრში. სილვესტერ სტალონე დაუვიწყარ პერფორმანსს გვთავაზობს როკი ბალბოას როლში. ის ზრდასრული მოკრივეა ფილადელფიიდან, რომელიც მძინე და დაძაბულ ჩემპიონატში გასაოცარი დარტყმის უნარით გამოირჩევა. ფილმში ასევე ბევრი საინტერესო დეტალი და ნიუანსია, რაც სპორტის არამოყვარული ადამიანებისთვისაც ძალიან სანახაობრივს ხდის სტალონეს ამ ნამუშევარს. ეს ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო სპორტული ფილმია კინოს ისტორიაში.

სპორტი: კრივი
გამოშვების თარიღი
: 1977 წლის 17 მარტი
რეჟისორი: ჯონ ჯი ავილდსენი
სცენარისტი: სილვესტერ სტალონე

8. ცოფიანი ხარი / Raging Bull (1980)

ესეც ერთ-ერთი გამორჩეული ფილმია სპორტულ ჟანრში. ცოფიანი ხარი სარეჟისორო და სამსახიობო მასტერკლასს გვთავაზობს. ფილმის მთავარი გმირი რობერტ დე ნირო იდუმალ ჯეიკ ლამოტას განასახიერებს – ის ყოფილი ჩემპიონია კრივში, რომლის კარიერაც მისმა ძალადობრივმა ცხოვრებამ გადაფარა. მარტინ სკორსეზეს გადაღებული შედევრი ბევრისთვის გაუგებარიც არის, რადგან აქ შეხვდებოთ დე ნიროს მიერ განსახიერებული ლამოტას სცენებს წარსულიდან და აწმყოდან. ფილმისთვის მსახიობმა 30 კილომდე მოიმატა, რათა უფრო კარგად დამსგავსებოდა ლამოტას და შესაბამის ფიზიკურ ფორმაშიც ყოფილიყო. ეს ნამუშევარი არამხოლოდ სპორტულ, არამედ ზოგადად კინოს ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეულია.

სპორტი: კრივი
გამოშვების თარიღი
: 1981 წლის 26 თებერვალი
რეჟისორი: მარტინ სკორსეზე
შემოსავალი: 23.4 მილიონი აშშ დოლარი

9. გოგონა მილიონ დოლარად / Million Dollar Baby (2004)

კლინტ ისტვუდის 2004 წლის ნამუშევარი ,,გოგონა მილიონ დოლარად” დღესაც ისევე რელევანტური და მნიშვნელოვანია, როგორც გამოშვების პირველ წელს. ამბავი მოთხრობილია ვეტერან კრივის მწვრთნელზე – ფრენკ დანიზე (კლინტ ისტვუდი), ადამიანზე, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება რინგს მიუძღვნა. ისტორიის დასაწყისში ჩანს მწვრთნელის აპათიური ბუნება, რაც კარიერულმა და ცხოვრებისეულმა გადაღლამ გამოიწვია. სწორედ ამ დროს მის ცხოვრებაში ჩნდება ახალგაზრდა ქალი მებრძოლი, რომელიც ფრენკს სთხოვს, რომ მისი მწვრთნელი გახდეს. მეგის (ჰილარი სუონკი) გამოცდილება არ აქვს, არც განსაკუთრებული ტექნიკა. თუმცა დანნს ბევრი რამის გადაფასებაში ეხმარება. მათი თანამშრომლობა ძალიან სასიამოვნო სანახავია, ფილმის განვითარება კი ყველამ თავად უნდა იხილოს.

რეჟისორი: კლინტ ისტვუდი
შემოსავალი: 216.8 მილიონი დოლარი

10. ცაცია / Souhtpaw (2015)

ესეც მორიგი გამორჩეული ფილმია კრივზე. მთავარი პერსონაჟის – ბილი ჰოუპის – როლს ჯეიკ ჯილენჰოლი ასრულებს. ნამუშევარმა გამოსვლისთანავე ბევრი მაყურებლისა და კრიტიკოსის გული მოიგო. ეს არის ერთი ამოსუნთქვით სანახავი ფილმი, რომელიც უამრავ ძვირფას ემოციას დაგიტოვებთ.

სპორტი: კრივი

გამოშვების თარიღი: 2015 წლის 20 ივლისი
რეჟისორი: ანტუან ფუქი

თქვენ რომელი ჟანრის ფილმებს ანიჭებთ უპირატესობას? ჩამოთვლილი ნამუშევრებიდან თუ გაქვთ რომელიმე ნანახი? რომელ მათგანს გამოარჩევდითთ? გთხოვთ გაგვიზიარეთ თქვენი აზრები კომენტარებში!

Categories
ფეხბურთი

საფეხბურთო ჰოროსკოპი: რომელი ნიშნის ქვეშ იბადებიან ყველაზე წარმატებული ფეხბურთელები?

ფეხბურთი უამრავი ადამიანის გატაცების სფეროა. ადამიანებს ფანატიკურად უყვარდებათ ამ სპორტის წარმომადგენლები და ბევრ მოთამაშეს კარიერის დასრულების შემდეგაც აღმერთებენ. რა ფაქტორებია მნიშვნელოვანი ფეხბურთელისთვის, რათა მარადიულად დარჩეს გულშემატკივრების გულში?

დიდებულ ფეხბურთელად ქცევა უკავშირდება ნიჭს, თავდაუზოგავ შრომას, ხელსაყრელ გარემოსა და ხშირად გამართლებასაც.

ლეგენდარული სპორტსმენობა მცირე რაოდენობის ადამიანთა ხვედრია. წარმოიდგინეთ, ერთდროულად რამდენი რამ უნდა შეძლო, რათა გულშემატკივართა გონებაში მუდმივად დარჩე, ათეული წლების ან თუნდაც საუკუნის გასვლის შემდეგაც კი.

გარდა უზომო შრომისა და თავდაყოლილი ნიჭიერებისა, ასტროლოგების თქმით, აგრეთვე დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს ზოდიაქოსაც. სწორედ ამიტომ დღეს გთავაზობთ საუკეთესო ფეხბურთელების სიას და გაგაცნობთ თითოეული მათგანის ჰოროსკოპს.

გარდა სტატიაში განხილული 12 ძირითადი ფეხბურთელისა, ყოველი აღწერის ბოლოს შეხვდებით თითო ნიშნის ქვეშ დაბადებული მოთამაშეების ბევრად მეტ ჩამონათვალს.

ზინედინ ზიდანი (კირჩხიბი)

ზინედინ ზიდანი ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო 10 ნომერი იყო მათ შორის, ვისაც კი ოდესმე ფეხბურთი უთამაშია. მას არაჩვეულებრივი ბურთის კონტროლის უნარი ჰქონდა და მისი დრიბლინგის ტექნიკა ულამაზესი სანახავი იყო ყველა მაყურებლისთვის.

აგრეთვე საუკეთესოდ შეეძლო პასის გაკეთება, თანაც ორივე ფეხით. ზიდანის მოძრაობის სიმარჯვე და თამაშის გააზრების უნარი უბრალოდ ჩინებული იყო.

ამ ყველაფერმა კი მას საუკეთესო ფეხბურთელების სიაში სამუდამოდ დაუმკვიდრა ადგილი. ცნობილი ფეხბურთელი კირჩხიბები არიან ალფრედო დი სტეფანო, ლიონელ მესი, გარეტ ბეილი და ასე შემდეგ.

პელე (მორიელი)

თამამად შეიძლება ითქვას, რომ მორიელის ნიშნის ქვეშ დაბადება ფეხბურთელისთვის წარმატების მისაღწევად დამატებითი ბონუსია, ვინაიდან მორიელის თანავარსკვლავედები ბევრ გენიალურ ფეხბურთელს მფარველობენ.

პელე ბრაზილიის ისტორიაში დღემდე საუკეთესოდ ითვლება და თთქმის საუკუნის შემდეგაც კი შემორჩა მეტსახელი ,,მეფე.” მისი ჭკვიანური თამაში, სისწრაფე, მოხერხებულობა და გოლების ხშირი გატანის ოსტატობა შესაშურ უნარებად ითვლება.

პელეს ეპოქის შემდეგ ფეხბურთის წესები უფრო მეტად გართულდა და დაიხვეწა, მაგრამ ,,მეფე” დღევანდელ რეალობაშიც მოახერხებდა თავისი სახელის უკვდავყოფას.

მორიელის ნიშნის ქვეშ დაბადებული სხვა ლეგენდები არიან: არანაკლებ გენიალური არგენტინელი ,,ღმერთი” – დიეგო არმანდო მარადონა, უეინ რუნი, ფილიპ ლამი და სხვა მრავალი.

კრისტიანო რონალდუ (მერწყული)

მერწყულის ნიშნის ქვეშ დაბადებული ვერც ერთი მოთამაშე ვერ შეედრება რონალდუს, მისი მიღწევები შეუფასებელია და ფეხბურთის ისტორიიდან არასდროს წაიშლება.

რონალდუ ფენომენალური და წარმოუდგენლად ძლიერი შემსრულებელია მარცხენა ფლანგზე, მისი საუცხოო გონება და დრიბლინგები ნებისმიერი გუნდის მცველის თვითშეფასების ნამდვილი კოშმარია, პლუს ამას, ის საკმაოდ ბევრ გოლს იტანს.

ამ ნიშნის ქვეშ ასევე დაბადებულნი არიან: ხავი ერნანდესი, რობერტო ბაჯო, ბუფონი, ლუის სუარესი და სხვა ბევრი ფეხბურთელი.

იოჰან კრუიფი (კურო)

ძალიან ცოტა ფეხბურთელია ისეთი, რომელიც კრუიფის გასაოცარ უნარებს და ტექნიკას ფლობს. მისნაირი მოხერხებული და თანაც საკმაოდ ესტეთიური მოთამაშე არც ისე ბევრია ფეხბურთში.

მოწინააღმდეგის მოტყუება და შეტევა მისი საუკეთესო თვისება იყო და ყველას წარმოუდგენლად უჭირდა ჰოლანდიელის ჩანაფიქრის გამოცნობა. კრუიფს ფანტასტიკური კარიერა როგორც ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებში, ისე კლუბ ,,ბარსელონაში.”

მას მეტსახელად ,,მფრინავი ჰოლანდიელი” შეარქვეს. ინიესტა, დევიდ ბექჰემი, ბერგკამპი – ეს იმ ფეხბურთელების არასრული სიაა, ვინც კუროს ნიშნის ქვეშ დაიბადა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი (სასწორი)

შვედეთის ნაკრების ქარბორბალა წლების მანძილზე არაერთი სენსაციით არის ცნობილი, ამავე დროს კი მეოცე საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელია.

მისი მაღალი და ძლიერი ფიზიკური მოცემულობა შანსს არ უტოვებს მეტოქეს პირისპირ შეტევისას და აგრეთვე მისი შემზარავად უხვი გოლის გატანის შესაძლებლობა სასიკვდილო განაჩენია მოწინააღმდეგისთვის.

იოზილი, დიეგო კოსტა, ნემანია ვიდიჩი და სხვა ფეხბურთელები ასევე სასწორის ნიშნის ქვეშ დაიბადნენ.

დენის ლოუ (თევზები)

შოტლანდიელი ფორვარდი მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდაა. ის, ჯორჯ ბესტი და სერ ბობი ჩარლტონი მომაკვდილებელ ტრიოს წარმოადგენდნენ. როცა გუნდში სამივე ერთად თამაშობდა, ნებისმიერ მეტოქეს უზომოდ უჭირდა მათთან გამკლავება.

დენის ლოუ 11 წლის მანძილზე თამაშობდა იუნაიტედში და არაერთხელ გაუხარებია ფანების გული. მანჩესტერის გულშემატკივრები დღემდე თაყვანს სცემენ მას და მის სამეულს. ასევე ცნობილი ფეხბურთელი თევზები არიან: კენი დალგლიში, ალესანდრო ნესტა და დიდიე დროგბა.

რონალდინიო (ვერძი)

მარად მომღიმარი ბრაზილიელი ბევრი რამის გამო არის ლეგენდა. ის ნამდვილი სასწაულია ფეხბურთის სამყაროსთვის. ბევრ ადამიანს სწორედ მის გამო შეუყვარდა ფეხბურთის ყურება.

რონალდინიოს თავბრუდამხვევი დრიბლინგები და ბურთის კონტროლი ის რაღაცაა, რაც არ ისწავლება. მისი ყურება ერთი დიდი სიამოვნება იყო.

ფეხბურთელის ძველი მომენტების ვიდეოებს დღემდე უამრავი გამოხმაურება აქვს. სხვა ფეხბურთელი ვერძები არიან: კარლეს პუიოლი, პუსკასი, ფრანკ რიბერი და ასე შემდეგ.

რონალდო (ქალწული)

ბრაზილიელი თავდამსხმელი ერთ-ერთი საუკეთესოა თავის თაობაში და არამხოლოდ. მისი სიმარჯვე და გოლების გატანის უნარი დღესაც გაღმერთების საგანია ფეხბურთის მოყვარულების მხრიდან. ის კლასიკური ცხრიანი იყო და მისი გაჩერება ჯარიმის დანიშვნის ხარჯზეც ძალიან რთული გახლდათ.

რონალდო მთელი კარიერის მანძილზე გოლების მანქანად ითვლებოდა. ამ ნიშნის ქვეშ ასევე დაბადებულნი არიან სხვა ლეგენდებიც: რუგ გულიტი, პაველ ნედვედი, ფრანც ბეკენბაუერი და სხვები.

ჯორჯ ბესტი (ტყუპები)

ჯორჯ ბესტი უძვირფასესი ფეხბურთელი იყო და მანჩესტერის შეუცვლელი მარგალიტი. ასევე ის გახლდათ პირველი ფეხბურთის მოთამაშე, ვინც გაასამართლეს. მისი ამპარტავანი ხასიათი და რთული ქცევები ხშირად იყო განხილვის საგანი.

მაგრამ თან ის გახლდათ უნიჭიერესი შემტევი, ვისთვისაც გოლის გატანა მეტისმეტად მარტივ ოპერაციას წარმოადგენდა.

ბესტმა დიდი სახელი მოიხვეჭა და მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდად იქცა. ამავე ნიშნის ქვეშ დაიბადა მანჩესტერის კიდევ ერთი ლეგენდა ერიკ კანტონა. ასევე ოლივერ კანი, სტივენ ჯერარდი, ფრენკ ლამპარდი და სხვა.

ედენ აზარი (თხის რქა)

ეს გამონაკლისი ნიშანია, რომლის მფარველობის ქვეშაც დიდებული ლეგენდები არ დაბადებულან, თუმცა კარგი მოთამაშეები თხის რქასაც არ აკლია.

უკანასკნელი წლებია ედენ აზარი ამომავალი ვარსკვლავი და გამორჩეული ახალგაზრდა მოთამაშეა და დღემდე ყველა ცნობილი გუნდისთვის სასურველი ფეხბურთელი. ფლანგებზე მისი პერფორმანსები უზადო და გასაოცარია.

აზარის ბურთის კონტროლის უნარი და დრიბლინგი არის ის, რითიც მან არაერთი გრანდის ყურადღება მიიპყრო. მის გარდა თხის რქას წარმომადგენლებში შედიან ტონი კროოსი, ვიქტორ ვალდესი, მაია იოშიდა და ასე შემდეგ.

ხავიერ ზანეტი (ლომი)

არგენტინელი ფეხბურთელი მთელი კარიერის მანძილზე პატივსაცემ ფიგურად ითვლებოდა. მას ლეგენდარული მოთამაშის სტატუსი აქვს იტალიაშიც და არგენტინაშიც.

ძანეტი წლების მანძილზე მილანის ,,ინტერის” შეუცვლელი კაპიტანი იყო. მისი პოზიცია გახლდათ მცველი და ახერხებდა როგორც ცენტრში, ისე მარჯვენა და მარცხენა ფლანგებზე თამაშს.

ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფეხბურთელია არგენტინის ისტორიაში. ძანეტის გარდა წარმატებული ლომები არიან: ტიერი ანრი, როი კინი, ალან შირერი და ასე შემდეგ.

რაიან გიგზი (მშვილდოსანი)

მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი ვინგერი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზად მოთამაშე ფეხბურთელი იყო პრემიერ ლიგის ისტორიაში. გიგზმა მთელი კარიერა იუნაიტედში გაატარა და სხვადასხვა პოზიციაზეც უცდია თამაში, თუმცა ყველაზე კარგი ფლანგებზე იყო.

ამ დროს ის ნამდვილი კოშმარი იყო მცველებისთვის და გასაოცრად ლამაზ სანახაობას ქმნიდა ფეხბურთის მაყურებლებისთვის. გიგზის გარდა ცნობილი მშვილდოსნები გახლავთ მეტ ჰუმელსი, კარიმ ბენზემა, ჯონ ტერი და სხვა მოთამაშეები.

თქვენთვის რომელი ფეხბურთელია გამორჩეული? როგორც ნახეთ, არის ნიშნები, რომელთა მფარველობის ქვეშ საკმაოდ ბევრი გამორჩეული ფეხბურთელია დაბადებული. თქვენი აზრით, ეს დამთხვევაა თუ აქვთ ვარსკვლავებსაც გარკვეული წვლილი? თქვენ როგორ ფიქრობთ, გააჩნია რაიმე გავლენა ჰოროსკოპს კარიერულ წარმატებაზე? გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულებები კომენტარებში!