ფეხბურთელების ყველაზე სექსუალური ცოლები და მეგობარი გოგონები

ბევრ ადამიანს აინტერესებს, თუ როგორია მათი საყვარელი ფეხბურთელების ცხოვრება სტადიონს მიღმა. ამბობენ, ყველა წარმატებული კაცის უკან ქალი დგასო. ასე რომ, გასაკვირი არ არის, რომ ფეხბურთელებს ლამაზი, სექსუალური და ასევე წარმატებული შეყვარებულები და ცოლები ჰყავთ.

დღეს ჩვენ რამდენიმე მათგანს გაგაცნობთ, თუმცა დარწმუნებულები ვართ, რომ ზოგიერთი ისედაც ბევრჯერ გეყოლებათ ინტერნეტში ნანახი. ცხადია, მოცემული სია ამით არ სრულდება. მაშ ასე, გადახედეთ ფეხბურთელების ცოლებსა და რჩეულ გოგონებს.

სარა კარბონერო (იკერ კასილასის მეუღლე)

იკერ კასილასი დაიბადა 1981 წლის 20 მაისს და ცნობილია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე მსოფლიოში. მას ესპანეთში ,,San Iker”-ს ეძახდნენ, რაც ,,წმინდა იკერს” ნიშნავს – ეს კი ბურთის გასაოცრად ეფექტური აღებებისა და მოგერიების გამო შეარქვეს.

მისი მეუღლე არის სარა კარბონერო არევალო. ის კასილასზე 3 წლით უმცროსია, დაიბადა 1984 წლის 3 თებერვალს. სარა სპორტული ჟურნალისტია.

წყვილმა შეხვედრა 2009 წელს დაიწყო, სწორედ იმ წელს, როცა სარას სპორტის ამბების წარმომადგენლად და რედაქტორად მუშაობა შესთავაზეს მუშაობა Telecinco-ში. 5 წლის შემდეგ, 2014 წლის იავნარში, დაიბადა მათი პირველი შვილი, 2015 წლის ნოემბერში კი წყვილმა გამოაცხადა, რომ მეორე შვილს ელოდებოდნენ. 2016 წელს იკერი და სარა დაქორწინდნენ.სამწუხაროდ, 2019 წლის მაისში სარამ განაცხადა, რომ მას ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინეს. ჟურნალისტმა ქირურგიული ოპერაცია ჩაიტარა, შემდეგ ქიმიოთერაპიის კურსები და საბედნიეროდ, ახლა კარგად არის.

ლორენა ბერნალი (მიკელ არტეტას მეუღლე)

არსენალის ახალგაზრდა მწვრთნელ – მიკელ არტეტასაც გვერდით ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქალი ჰყავს და გულშემატკივრობს მას. ლორენა 1981 წლის 12 მაისს, არგენტინაში დაიბადა.ის მის ესპანეთი 1999 გახლდათ 17 წლის ასაკში, თუმცა ასაკის გამო მის მსოფლიოზე ვერ წარადგინეს. თუმცა შემდეგ წლებში მაინც მოხვდა მის მსოფლიოს ტოპ ათეულში.არსენალის ყოფილ ვარსკვლავს ლორენა 2002 წელს შეხვდა და ირწმუნება, რომ მაშინ არაფერი იცოდა არტეტას ფეხბურთელობის შესახებ.ექვსწლიანი შეხვედრების შემდეგ, წყვილი 2010 წელს ესპანეთში, მალიორკაში დაქორწინდა. დღეს მათ 3 ვაჟი ჰყავთ.

პილარ რუბიო (სერხიო რამოსის მეუღლე)

სერხიო რამოსი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფეხბურთელია, ის 1986 წლის 30 მაისს დაიბადა და დღესაც მადრიდის რეალის ცენტრალურ მცველად თამაშობს. მისი ცოლი პილარ რუბიო ესპანელი რეპორტიორი და ტელეწამყვანია. ის 1978 წელს ესპანეთში დაიბადა.

წყვილი 2012 წლის ზაფხულში შეხვდა ერთმანეთს. 2013 წელს კი მათ ურთიერთობაზე საჯაროდ განაცხადეს. რამოსს და რუბიოს უკვე სამი ვაჟი ჰყავთ.

სერხიომ პილარს 2018 წლის 16 ივლისს ხელი სთხოვა და წყვილი რამოსის მშობლიურ ქალაქ სევილიაში დაქორწინდა – 2019 წლის 15 ივნისს.

ლეა მონრო (ტამი აბრაჰამის მეუღლე)

ჩვენი შემდეგი ვარსკვლავი ,,ჩელსის” ახალგაზრდა ფეხბურთელი თამი აბრაჰამია. ის 1997 წლის 2 ოქტომბერს დაიბადა და ინგლისის ეროვნულ ნაკრებშიც თამაშობს.

მისი ცოლი ლეა მონრო ცნობილი მოდელია, გოგონა 1999 წელს ლონდონში დაიბადა. ახლა ის სოციალური მედიის ინფლუენსერი და YouTube-ის ვლოგერია. 20 წლის გოგონა ინტერნეტის მომხმარებლებს სილამაზის ხრიკებს სთავაზობს და თავს არ ზოგავს კარგი ვიდეოების ჩაწერისთვის.

ახალგაზრდა წყვილი ერთმანეთს 5 წელია ხვდება და ამჟამად ინგლისის ქალაქ ბირმინგემში ცხოვრობენ.

ლეონიტა ლეკაი (გრანიტ ჯაკას მეუღლე)

გრანიტ ჯაკა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნახევარმცველია მსოფლიოში, ის ამჟამად არსენალში და შვეიცარიის ეროვნულ ნაკრებში თამაშობს. მისი ცოლის დაბადების დროსა და ადგილზე ინფორმაცია არ მოიძებნება.

თუმცა ამბობენ, რომ ლეონიტა ლეკაი ალბანეთში დაიბადა და ცხოვრების ადრეული წლები კოსოვოს დედაქალაქ პრისტინაში აქვს გატარებული. შემდეგ მისი ოჯახი საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა.

გრანიტი მიუნხენგლადბახის ბორუსიაში თამაშობდა, როცა მის ამჟამინდელ მეუღლეს შეხვდა. წყვილი 2016 წელს დაინიშნა და 2017 წელს იქორწინეს. მათ ერთი შვილი ჰყავთ, გოგონა არიანა, რომელიც 2019 წელს დაიბადა.

ჯორჯინა როდრიგესი (კრისტიანო რონალდუს მეგობარი გოგონა)

მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი რონალდუ მუდამ ნიუსების სათავეშია. ის 1985 წლის თებერვალში დაიბადა და ამჟამად იუვენტუსში ასპარეზობს.

რონალდომ თავისი პარტნიორი ჯორჯინა როდრიგესი პირველად Dolce & Gabbana-ს ღონისძიებაზე ნახა. ჯორჯინა იქ მოდელად მუშაობდა. მათ 2016 წელს დაიწყეს შეხვედრა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა ჯორჯინა ფეხმძიმობის შესახებ. ეს რონალდუსთვის მეოთხე შვილი იქნება.

წყვილი დიდი ხნის მანძილზე ფარულად ხვდებოდა, შემდეგ კი ურთიერთობა გაასაჯაროეს. როგორც ცნობილია ისინი კვლავ ერთად არიან.

ედურნე გარსია (დევიდ დე ხეას მეგობარი გოგონა)

მომდევნო მოთამაშე არის დავიდ დე ხეა. ის მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული მეკარეა, რომელიც 1990 წლის 7 ნოემბერს დაიბადა და თავის მეგობარ გოგონას 2010 წელს, 20 წლის ასაკში შეხვდა.

1985 წელს დაბადებული გარსია ცნობილია სამომღერლო კარიერით, ის მსახიობი და ტელეწამყვანიცაა. მისი კარიერული დიდება 2005-06 წლებში დაიწყო. გოგონას ალბომიც აქვს გამოშვებული სახელად ,,Despierta”.

წყვილი არ საუბრობს იმაზე, თუ როგორ შეხვდნენ ერთმანეთს ან ახლა როგორია მათი თანაცხოვრება.

ემინ გალსი (მესუთ ოზილის მეუღლე)

მესუთ ოზილის ჯერიც მოვიდა. არსენალის ცნობილი შემტევი ნახევარმცველი 1988 წლის ოქტომბერში დაიბადა და პროფესიონალური ფეხბურთის თამაში შალკეში დაიწყო, 2006 წელს.

მისი მეუღლე, ვისთანაც 2017 წელს დაიწყო შეხვედრა, 26 წლის თურქი და შვედი მსახიობი, მოდელი და სილამაზის კონკურსის ტიტულოვანი, ამინ გალსია. ის 1993 წლის 30 აპრილს შვედეთში დაიბადა.

2017 წელს წყვილმა შეხვედრა დაიწყო და 2 წლის შემდეგ, 2019 წლის იანვარში დაინიშნნენ. რამდენიმე თვეში კი იქორწინეს.

2020 წლის მარტს, წყვილს პირველი შვილი ეყოლა – ქალიშვილი სახელად ედა.

მეგი სალაჰი (მუჰამედ სალაჰის მეუღლე)

დროა ლივერპულის ცნობილ ვარსკვლავ მო სალაჰზე და მის მისტიკურ ცოლზე ვისაუბროთ.

წითლების ფორვარდი მუჰამედ სალაჰი 1992 წელს დაიბადა და დღეს სამყაროს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება. მისი მეუღლის – მეგი სალაჰის გადაღება სტადიონებზეც რთულად ხერხდება.

2013 წელს წყვილი დაქორწინდა და ერთი წლის შემდეგ ქალიშვილი სახელად მაკკა ეყოლათ. ორივე მათგანი მორწმუნე მუსლიმია, მეგი თავსაბურავით დადის. სხვადასხვა გამოცემების თანახმად, წყვილი ეგვიპტის სოფლის ერთ სკოლაში სწავლობდა.

ვიქტორია ბექჰემი (დევიდ ბექჰემის მეუღლე)

შემდეგი არის ყველასთვის გამორჩეული წყვილი დევიდ და ვიქტორია ბექჰემები. 1975 წლის 2 მაისს დაბადებული დევიდი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელადაა მიჩნეული. მისი მეუღლეც ცნობილი სახეა და ადრე პოპ ჯგუფის ,,Spice Girls”-ის მომღერალი იყო.

წყვილმა შეხვედრა 1997 წელს დაიწყო, შემდეგ ვიქტორია ხშირად ესწრებოდა მანჩესტერ იუნაიტედის თამაშებს. დევიდმა მას ხელი 1998 წლის 24 იანვარს სთხოვა და ისინი ირლანდიაში დაქორწინდნენ. ქორწილამდე მათ უკვე ჰყავდათ ერთი ვაჟი.

ამ დროისთვის მათ 4 შვილი ჰყავთ: 3 ბიჭი და ერთი გოგონა.

ნატალია ბარულიჩი (ნეიმარის მეგობარი გოგონა)

პესეჟეს ცნობილი ვარსკვლავის – ნეიმარის ირგვლივ მუდამ ახალ-ახალი ჭორები ტრიალებს. თუმცა მისი ამჟამინდელი მეგობარი გოგონა ჭორს ნამდვილად არ ჰგავს.

მისი რჩეული კუბელ- ხორვატიელი ლამაზმანი ნატალია ბარულიჩია. ამ ორმა ცნობილმა სახემ ერთმანეთი რამდენიმე წლის წინ გაიცნო. იმ დროს ბარულიჩი მომღერალ მალუმას ხვდებოდა, ნეიმარი კი ბრუნა მარკეზინს.

შემდეგ წყვილმა ერთმანეთთან შეხვედრა დაიწყო. ნატალიამ სოციალურ ქსელში საერთო ფოტოც გამოაქვეყნა, სადაც აღფრთოვანებას გამოხატავდა ნეიმარის გარეგნული და შინაგანი სილამაზის შესახებ.

ანტონელა როკუზო (მესის მეუღლე)

დროა საუკეთესო წყვილზე საუბრის. ლიონელ მესი ამჟამადაც ბარსელონაში თამაშობს. ის 1987 წლის ივნისში დაიბადა, მისი მეუღლე ანტონელა როკუზო კი მოდელი გახლავთ.

გოგონა 1988 წელს არგენტინაში დაიბადა. ის უნივერსიტეტში სწავლობდა, რათა დენტისტი გამხდარიყო, თუმცა შემდეგ სოციალური კომუნიკაციები არჩია.

2016 წელს კი მან ინსტაგრამზე დაპოსტა თავისი სამოდელო კონტრაქტი არგენტინის მოდის დიზაინერ რიკი სარკანისთან.

ცნობილი არ არის ის, თუ რამდენი ხანია წყვილი ერთმანეთს იცნობს, თუმცა ერთად 2008 წლიდან ჩანან.

მათ შორის კავშირი 2007 წელს გაღრმავდა, როცა მესი როსარიოში ჩაფრინდა, რათა ანტონელასთვის მეგობრის გარდაცვალება მიესამძიმრებინა.

2017 წლის 30 ივნისს წყვილი დაქორწინდა როსარიოში. მათ ახლა სამი შვილი ჰყავთ: ტიაგო, მატეო და ცირო.

შაკირა (ხერარდ პიკეს მეგობარი გოგონა)

ბოლო წყვილი ერთ-ერთი საუკეთესოა. ხერარდ პიკე და შაკირა – უკვე თითქმის ათი წელია, რაც განუყრელები არიან.

ისინი ერთმანეთს 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე შეხვდნენ, ამ დროს შაკირა ჩემპიონატის ჰიმნზე მუშაობდა (”Waka Waka”), რომელსაც ,,აფრიკის დროა” ეწოდება.

წყვილის ურთიერთობა ცნობილი გახდა მაშინ, როცა 2011 წელს ცნობილი ფეხბურთელი მეგობარ გოგონას სცენაზე შეუერთდა. ამ დროს შაკირას ესპანეთში კონცერტი ჰქონდა.

2012 წელს შაკირამ ფეხმძიმობის შესახებ განაცხადა. მილან პიკე მებარაკი 2013 წლის იანვარში დაიბადა და 2 წლის შემდეგ მათ მეორე შვილი – საშა პიკე მებარაკი ეყოლათ.

თუ გაგიჩნდათ კითხვა, რატომ არ ქორწინდებიან ისინი, შაკირამ 2020 წელს, წყვილების 60 წუთიან ინტერვიუში აღნიშნა, რომ გადაწყვეტილი აქვს არ დაქორწინდეს.

,,მართალი რომ გითხრათ, ქორწინება სასტიკად მაშინებს. არ მინდა მან თავის ცოლად დამინახოს, მირჩევნია მისთვის სულ მეგობარი გოგონა ვიყო,” თქვა შაკირამ.

,,მისი შეყვარებული, მისი მეგობარი გოგონა. ეს აკრძალული ხილივითაა, ხომ გესმით? მინდა ეს შევინარჩუნოთ. ასე ის უფრო აქტიური და ფოკუსირებული იქნება ურთიერთობაზე და მეტად დაუშვებს იმას, რომ შეიძლება რაღაცები შეიცვალოს.

თქვენი ფავორიტი წყვილი რომელია? მოხვდნენ ისინი ჩამონათვალში? გაგვიზიარეთ კომენტარებში!

Leave a Comment