9 მიზეზი თუ რატომ უნდა გვიყვარდეს კრისტიანო რონალდუ მისი დიდებული ფეხბურთელობის გარდა

ფეხბურთის ვარსკვლავი, მილიარდელი, ფლეიბოი და ფილანთროპი – დიდებული კომბინაციაა. ეს კომიქსის წიგნის სუპერგმირი არ გახლავთ, ის რეალურად არსებობს. ადამიანი, რომელსაც არასდროს ავიწყდება კეთილი საქმის კეთება და ძალიან კეთილი გული აქვს.

ჩვენ დღეს გაგიზიარებთ 9 მიზეზს, თუ რატომ უნდა გვიყვარდეს კრისტიანო რონალდუ მისი საფეხბურთო ვირტუოზობების მიღმა.

1. ის რეგულარულად აბარებს სისხლს

ის წლებია უკვე თავის სისხლს და სისხლის პლაზმას აბარებს. ამის გამო მას ტატუც არ აქვს გაკეთებული, ვინაიდან სისხლის ჩაბარება ტატუს გაკეთებიდან 6-12 თვის შემდეგ შეიძლება.

2. ის დიდ დროს უთმობს ქველმოქმედებას

რონალდუ ამ ფაქტს არ აცხადებს ხოლმე, მაგრამ ჟურნალისტები მაინც ახერებენ ამის გაგებას. ფეხბურთელი თავის ფანებს ხშირად უფინანსებს ოპერაციებს, ახდენს მათი სახლების აღდგენას ან ხდება საავადმყოფოების სპონსორი.

,,მამაჩემი სულ მეუბნებოდა, რომ კეთილ საქმეებს ღმერთი ორმაგად ამინაზღაურებდა.”

3. ის არასდროს ივიწყებს ძველ მეგობრებს

ფეხბურთის ვარსკვლავი რეგულარულად სტუმრობს ძველ მეგობრებს და ჩუქნის მათ საჩუქრებს. მას მეგობრები გამარჯვების აღნიშვნის დროსაც არ ავიწყდება და ხშირად მათთან ერთად ზეიმობს ხოლმე ტიტულების მოპოვებას.

4. ის აღმერთებს თავის ოჯახს

უზარმაზარი პოპულარობა, ფანების დიდი არმია, მილიონობით ,,ფოლოუერი”, მაღალი შემოსავალი – ამ ყველაფერმა გავლენა ვერ მოახდინა კრისტიანოს მთავარ ღირებულებებზე: ოჯახი მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. მას ურჩევნია შვებულება დიდ ოჯახთან ერთად გაატაროს.

5. ის მარტივად და ღიად ურთიერთობს ფანებთან

ის ყოველთვის ცდილობს დრო გამონახოს და ფანებს პირისპირ დაეკონტაქტოს. რონალდუს არაერთხელ დაუმშვიდებია მისი დანახვით ატირებული ფანები და მათთვის ავტოგრაფიც არ დანანებია.

6. შეუძლია საკუთარ თავს დასცინოს

კრისტიანოს არაჩვეულებრივი იუმორი აქვს, ხშირად ის ღარიბულად იცვამდა და მადრიდის ქუჩებში ფეხბურთს თამაშობდა. ესაუბრებოდა უცნობებს, ქალებს ტელეფონის ნომრებს სთხოვდა, ხუმრობდა და ტკბებოდა, როცა ვერავინ სცნობდა მას.

7. მას ფეხბურთი უყვარს და არა ფული

რონალდუს შეუძლია ანაზღაურების გარეშეც ითამაშოს, რადგან ფეხბურთი ყველაფერს ურჩევნია. როცა მადრიდის რეალმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო, მან მთელი თავისი ხელფასი ქველმოქმედებას შესწირა. ეს კი ალბათ ნახევარი მილიონი ევრო იყო.

8. მას არ ეშინია ემოციების გამოხატვის

ის ძლიერი, თავდაჯერებული და ამავე დროს ძალიან მგრძნობიარე ადამიანია. რონალდუს არასდროს ეშინია ემოციების საჯაროდ გამოხატვა. შეუძლია იტიროს, იცინოს და შესაბამისად გამოავლინოს თავისი განწყობა.

9. ის ყოველთვის მზად არის დაეხმაროს სხვებს, თუნდაც მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელს

კრისტიანო რონალდუ ხშირად დახმარებია მეტოქის ტრავმირებულ ფეხბურთელს და მიუცილებია გასახდელამდე. ასეთ სიტუაციებში მას შეუძლია დარჩეს მშვიდი და პატივისცემა გამოხატოს სხვა მოთამაშის მიმართ.

თქვენ რას ფიქრობთ რონალდუზე? გულშემატკივრობთ მას? გაგვიზიარეთ კომენტარებში!

Leave a Comment