ყველა დროის 10 საუკეთესო სპორტული ფილმი

არის რაღაც გასაოცრად ამაღელვებელი მაყურებლის ოვაციებში, რაც უბრალო სპორტულ თამაშსაც კი ემოციურ თავგადასავლად აქცევს. ხშირად მაყურებლებს დამატებით მოთამაშეებსაც ეძახიან. სპორტული ფილმებიც სწორედ ამ ენერგიითაა დამუხტული. კინოს მოყვარულებს ბოლომდე ითრევს სიუჟეტში და უკვე აქაც მნიშვნელოვანი ხდება გამარჯვებულის ვინაობა.

მსახიობთა გულშემატკივრობის მომენტი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რამაც სპორტული ფილმები ასე წარმატებულად აქცია ჰოლივუდში. ყოველ წელს ახალი და ახალი სპორტული ჟანრის კინოს იღებენ, რაც იმის განცდას ქმნის, თითქოს რინგზე ან სტადიონზე ვართ და მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას ვუყურებთ.

რა აქცევს წარმატებულად სპორტულ ფილმს?

თითქმის ყველა წარმატებული სპორტული ფილმი ეფუძნება ერთ წამყვან ნარატივსა და ემოციებს. უმეტესად, მთავარი პერსონაჟი არის ძალიან ნიჭიერი, თუმცა არც ისე ხელსაყრელი გარემო აქვს განვითარებისთვის, საბოლოოდ კი გადამწყვეტ ბრძოლაში უწევს საკუთარი პოტენციალის დამტკიცება. ამის კარგი მაგალითია ,,როკი” – სადაც ზრდასრული მოყვარული მოკრივე მთელ ინდუსტრიას ყირაზე დააყენებს.

ასევე წამყვანი პასაჟია ბრძოლის სადავეების დაბრუნება, ანუ ეგრედ წოდებული ,,ქამბექი”. ასეთ ფილმებში ჩემპიონი ხშირად სასოწარკვეთილია, მისი არავის სჯერა, საკვანძო ბრძოლაც მძიმედ იწყება. თუმცა პერსონაჟს აქვს საკმარისი თვითრწმენა, რათა ბრძოლა საბოლოოდ მოიგოს.

საბოლოო ჯამში, საუკეთესო სპორტულ ფილმებს აქვთ მსგავსი მახასიათებლები. ისინი გამარჯვების სურვილით არის გაერთიანებული, სურვილით – დატოვონ წარუშლელი შთაბეჭდილება და უკვდავყონ თავიანთი სახელი.

ყველა დროის საუკეთესო სპორტული ფილმები

თუ გადაწყვეტთ სპორტული ჟანრის ფილმის ნახვას, არ იდარდოთ, ჩვენ დღეს არაჩვეულებრივ ათეულს შემოგთავაზებთ. ცხადია ეს არასრული სიაა და ჩამონათვალის გაგრძელება გაცილებით დიდ ციფრებში შეიძლება. ბოლო მონაცემებით, ეს 10 ფილმი Rotten Tomatoes კრიტიკოსების შერჩეულ სიაშია. ქვემოთ ნახავთ გასული საუკუნის შედევრებსაც და ახალ ნამუშევრებსაც. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, გთავაზობთ, ყველა დროის 10 გამორჩეულ სპორტულ ფილმს.

1. რესტლერი / The Wrestler (2008)

მიკი რურკის პერფორმანსი 2008 წლის ძლიერ დრამაში – უბრალოდ სუნთქვისშემკვრელია. ის ასაკოვანი მოჭიდავის როლს თამაშობს, რომელიც თავის სპორტულ დიდებას იბრუნებს. რურკი იდეალურად გვიხატავს წარსულის დიდების შემდეგ გამდგარ მარტოობას და 40 წლის შემდეგაც ისევ აქტუალურად დარჩენის მცდელობას.

მიკის პერსონაჟს სახელად რენდი ჰქვია და სპორტისადმი მისი ვნება და თავდადება არ კვდება, მიუხედავად მოულოდნელი გულის შეტევისა. რესტლერი უდავოდ ერთ-ერთი გამორჩეული სპორტული ფილმია. ეს არის ნამუშევარი, რომელსაც გულის გარეშე ვერ უყურებ.

სპორტი: ჭიდაობა
გამოშვების თარიღი
: 2009 წლის 8 იანვარი
რეჟისორი: დარენ არანოვსკი

2. ქრიდი: როკის მემკვიდრეობა / CREED (2015)

,,როკის” პრივილეგიის ფილმი დღევანდელ ეპოქაში არის ,,ქრიდი.” აქ მოთხრობილია ისტორია ადონის ჯონსონ ქრიდის შესახებ, რომელიც ვეტერანი ძალოსანის აპოლო ქრიდის ვაჟია. მამის კარიერის გავლენით ადონის ჯონსონმაც გადაწყვიტა მებრძოლის კარიერას დაუფლებოდა. ის როკი ბალბოას მიმართავს (სილვესტერ სტალონე). ფილმში არაჩვეულებრივად თამაშობს მაიკლ ბი ჯორდანი, თუმცა შოუ სტალონემ მოიპარა და ოსკარიც თავად აიღო საუკეთესო მსახიობი კაცისთვის მეორეხარისხოვან როლში, რასაც ნამდვილად იმსახურებდა.

სპორტი: კრივი
გამოშვების თარიღი
: 2015 წლის 26 ნოემბერი
Director: რაიან კუგლერი
შემოსავალი: 173.6 მილიონი აშშ დოლარი

3. მე, ტონია / I, Tonya (2018)

ავსტრალიელი მსახიობი ქალი მარგო რობი გასაოცრად ასრულებს ველური და სკანდალური რონია ჰარდინგის როლს, რომელიც ჩემპიონია ფიგურულ სრიალში. ეს სხვა ფილმებისგან იმით განსხვავდება, რომ მთავარი პერსონაჟი არც თუ ისე მისაბაძი პიროვნული თვისებებით გამოირჩევა, საკუთარი კარიერისთვის შავ-ბნელ საქმეებსაც ახორციელებს. ფილმში ჩანს, თუ როგორი მეთოდებით უტევს ტონია თავის ოლიმპიურ მეტოქეს ნენსი კერიგანს. ეს ამბავი 1980 წელს, 20 წლის შემდეგ გახდა ცნობილი და ამან მსოფლიო შოკში ჩააგდო. ტონიას სპორტული აკვიატება ძალიან რეალური და შემაძრწუნებელია.

სპორტი: ფიგურული სრიალი
გამოშვების თარიღი
: 2018 წლის 1 თებერვალი
რეჟისორი: კრეიგ ჟლეპი
შემოსავალი: 53.9 მილიონი აშშ დოლარი

4. ფორდი ფერარის წინააღმდეგ / Ford vs Ferrari (2019)

კრიტიკოსების ერთ-ერთი ფავორიტი სპორტული ნამუშევარი არის ფორდი ფერარის წინააღმდეგ, სადაც უკანასკნელი ეპოქის (და არამხოლოდ) საუკეთესო მსახიობები – მეთ დეიმონი და კრისტიან ბეილი მონაწილეობენ და ქმნიან მაღალ რეიტინგიან თავგადასავალს რბოლაში. რეალურ ამბავზე დაფუძნებული ამბავი ეხება ამერიკელ მანქანების დიზაინერს ქეროლ შელბის და უშიშარ მძღოლ – კენ მაილსს. მათ ერთად რევოლუციური სარბოლო ფორდის მანქანა შექმნეს, რომელიც ფერარისაც უპირისპირდებოდა – ეს კი 1966 წელს საფრანგეთში, ლე მანის 24 საათში გამოჩნდა (24 Hours of Le Mans). ძალიანაც რომ არ გიყვარდეთ მანქანების შეჯიბრის ყურება, მაინც ვერ უარყოფთ, რომ ფორდი ფერარის წინააღმდეგ ერთ-ერთი საუკეთესო სპორტული ფილმია უახლეს ისტორიაში.

სპორტი: ავტორბოლა
გამოშვების თარიღი
: 2019 წლის 30 აგვისტო
რეჟისორი: ჯეიმს მანგოლდი
შემოსავალი: 225.5 მილიონი აშშ დოლარი

5. ადამიანი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა / Moneyabll (2011)

ეს არის ფილმი, რომელმაც ჯონა ჰილი სერიოზულ მსახიობად დაგვანახა. კინო აღწერს ნამდვილ ისტორიას, თუ როგორ შეცვალა მწრვთნელმა – ბილი ბინმა (ბრედ პიტი) ოკლენდ A-ს გუნდური ისტორია. ფილმი ბეისბოლის სამყაროში გეპატიჟებათ და გაჩვენებთ თუ რა არის ამ სპორტში მთავარი, რათა წარმატებული გახდე. ბილი ბინის მენეჯერული უნარები დღეს სამაგალითოდ არის მიჩნეული სპორტის ბევრ სახეობაში, თუმცა ამ ყველაფრის საწყისი არაჩვეულებრივი სანახავია – თუ როგორ დაიწყო გუნდმა განვითარება და როგორი ფორმაცია განიცადა. ბევრი მაყურებლისთვის ეს ერთ-ერთი გამორჩეული სპორტული ჟანრის ნამუშევარია.

სპორტი: ბეისბოლი
გამოშვების თარიღი
: 2011 წლის 19 სექტემბერი
რეჟისორი: ბენეტ მილერი
შემოსავალი: 110.2 მილიონი აშშ დოლარი

6. კალათბურთზე ოცნება / Hoop Dreams (1994)

კალათბურთზე ოცნება აღწერს მძიმე ამბავს რეგრესებზე, ჩავარდნილ და წარუმატებელ სტარტზე და იმედგაცრუებებზე. აქ აღწერილია ჩიკაგოს პროფესიონალური კალათბურთის მფრინავი სამყარო. ფილმი მოგვითხრობს ორ ახალგაზრდა კაცზე, რომლებიც უმაღლეს სკოლაში სწავლობენ და კალათბურთი ყველაზე ნაკლებად აინტერესებთ. ორივე მათგანი უმკლავდება მშობლების ნარკოდამოკიდებულებას, სიღარიბეს, შიდა ქალაქში არსებულ ძალადობებს, ჩვეულ წინაღობებს, რაც შეჯიბრში გადადის და ფიზიკურ ტრავმებსაც მოიცავს და ა. შ. ეს არის თვალისამხელი გამოცდილება და გვაჩვენებს სპორტის ბნელ მხარეს, რაც როგორც წესი, უყურადღებოს რჩება ხოლმე.

სპორტი: კალათბურთი
გამოშვების წელი
: 1996 წლის 5 სექტემბერი
რეჟისორი: სტივ ჯეიმსი
სცენარისტი: სტივ ჯეიმსი და ფედერიკ მარი

7. როკი / Rocky (1976)

ეს სილვესტერ სტალონეს საკულტო ნამუშევარია. ფილმი 1976 წელს გამოვიდა და დღემდე უამრავი ადამიანის ფავორიტად ითვლება აღნიშნულ ჟანრში. სილვესტერ სტალონე დაუვიწყარ პერფორმანსს გვთავაზობს როკი ბალბოას როლში. ის ზრდასრული მოკრივეა ფილადელფიიდან, რომელიც მძინე და დაძაბულ ჩემპიონატში გასაოცარი დარტყმის უნარით გამოირჩევა. ფილმში ასევე ბევრი საინტერესო დეტალი და ნიუანსია, რაც სპორტის არამოყვარული ადამიანებისთვისაც ძალიან სანახაობრივს ხდის სტალონეს ამ ნამუშევარს. ეს ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო სპორტული ფილმია კინოს ისტორიაში.

სპორტი: კრივი
გამოშვების თარიღი
: 1977 წლის 17 მარტი
რეჟისორი: ჯონ ჯი ავილდსენი
სცენარისტი: სილვესტერ სტალონე

8. ცოფიანი ხარი / Raging Bull (1980)

ესეც ერთ-ერთი გამორჩეული ფილმია სპორტულ ჟანრში. ცოფიანი ხარი სარეჟისორო და სამსახიობო მასტერკლასს გვთავაზობს. ფილმის მთავარი გმირი რობერტ დე ნირო იდუმალ ჯეიკ ლამოტას განასახიერებს – ის ყოფილი ჩემპიონია კრივში, რომლის კარიერაც მისმა ძალადობრივმა ცხოვრებამ გადაფარა. მარტინ სკორსეზეს გადაღებული შედევრი ბევრისთვის გაუგებარიც არის, რადგან აქ შეხვდებოთ დე ნიროს მიერ განსახიერებული ლამოტას სცენებს წარსულიდან და აწმყოდან. ფილმისთვის მსახიობმა 30 კილომდე მოიმატა, რათა უფრო კარგად დამსგავსებოდა ლამოტას და შესაბამის ფიზიკურ ფორმაშიც ყოფილიყო. ეს ნამუშევარი არამხოლოდ სპორტულ, არამედ ზოგადად კინოს ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეულია.

სპორტი: კრივი
გამოშვების თარიღი
: 1981 წლის 26 თებერვალი
რეჟისორი: მარტინ სკორსეზე
შემოსავალი: 23.4 მილიონი აშშ დოლარი

9. გოგონა მილიონ დოლარად / Million Dollar Baby (2004)

კლინტ ისტვუდის 2004 წლის ნამუშევარი ,,გოგონა მილიონ დოლარად” დღესაც ისევე რელევანტური და მნიშვნელოვანია, როგორც გამოშვების პირველ წელს. ამბავი მოთხრობილია ვეტერან კრივის მწვრთნელზე – ფრენკ დანიზე (კლინტ ისტვუდი), ადამიანზე, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება რინგს მიუძღვნა. ისტორიის დასაწყისში ჩანს მწვრთნელის აპათიური ბუნება, რაც კარიერულმა და ცხოვრებისეულმა გადაღლამ გამოიწვია. სწორედ ამ დროს მის ცხოვრებაში ჩნდება ახალგაზრდა ქალი მებრძოლი, რომელიც ფრენკს სთხოვს, რომ მისი მწვრთნელი გახდეს. მეგის (ჰილარი სუონკი) გამოცდილება არ აქვს, არც განსაკუთრებული ტექნიკა. თუმცა დანნს ბევრი რამის გადაფასებაში ეხმარება. მათი თანამშრომლობა ძალიან სასიამოვნო სანახავია, ფილმის განვითარება კი ყველამ თავად უნდა იხილოს.

რეჟისორი: კლინტ ისტვუდი
შემოსავალი: 216.8 მილიონი დოლარი

10. ცაცია / Souhtpaw (2015)

ესეც მორიგი გამორჩეული ფილმია კრივზე. მთავარი პერსონაჟის – ბილი ჰოუპის – როლს ჯეიკ ჯილენჰოლი ასრულებს. ნამუშევარმა გამოსვლისთანავე ბევრი მაყურებლისა და კრიტიკოსის გული მოიგო. ეს არის ერთი ამოსუნთქვით სანახავი ფილმი, რომელიც უამრავ ძვირფას ემოციას დაგიტოვებთ.

სპორტი: კრივი

გამოშვების თარიღი: 2015 წლის 20 ივლისი
რეჟისორი: ანტუან ფუქი

თქვენ რომელი ჟანრის ფილმებს ანიჭებთ უპირატესობას? ჩამოთვლილი ნამუშევრებიდან თუ გაქვთ რომელიმე ნანახი? რომელ მათგანს გამოარჩევდითთ? გთხოვთ გაგვიზიარეთ თქვენი აზრები კომენტარებში!

Leave a Comment