2020 წლის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი

როცა საქმე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელობას ეხება, სხვა კრიტერიუმებთან ერთად აუცილებლად იწყება სპორტსმენის ანაზღაურების საკითხის განხილვა. ლიონელ მესი და კრისტიანო რონალდუ Forbes-ის რეიტინგში პირველ ორ ადგილს ინაწილებენ.

ფეხბურთის ფანებს ახალი ფავორიტიც ჰყავთ – კილიან მბაპე. ის პარი სენ-ჟერმენის ვარსკვლავი გახლავთ და 5 წლის განმავლობაში მის ანგარიშზე უკვე 103 გოლია. მბაპეც ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების სიის ხუთეულშია შესული.

აგრეთვე აღსანიშნავია მისი თანაგუნდელი ნეიმარი, რომელსაც ჯერჯერობით მბაპეზე მეტი ანაზღაურება აქვს. თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს დროებითია.

მაშ ასე, დღეს გთავაზობთ ტოპ 10 ფეხბურთელს, რომელთაც ყველაზე მაღალი შემოსავალი აქვთ 2020 წლის მონაცემებისთვის.

1. ლიონელ მესი, ბარსელონა

საერთო შემოსავალი: 126 მილიონი დოლარი

ხელფასი: 92 მილიონი დოლარი | ბონუსი: 34 მილიონი დოლარი

საფეხბურთო კლუბ ბარსელონას 105 წელი დასჭირდა 64 ტიტულის მოსაპოვებლად, სანამ 2005 წელს მესი გამოჩნდებოდა. გასული 16 წლის განმავლობაში ის გუნდს 34 ტიტულის მოგებაში დაეხმარა. მისი გასაოცარმა თამაშის სტილმა და დაუჯერებელმა შედეგებმა მას კარიერის მანძილზე ერთი მილიარდი დოლარი მოაპოვებინა. 2020ში მესი ბარსელონას დატოვებას ფიქრობდა, თუმცა საბოლოოს მაინც დარჩა და კლუბისგან ხელფასის სახით 92 მილიონი დოლარიც მიიღო.

2. კრისტიანო რონალდუ, იუვენტუსი

საერთო შემოსავალი: 117 მილიონი დოლარი

ხელფასი: 70 მილიონი დოლარი | ბონუსი: 47 მილიონი დოლარი

რონალდო პლანეტის ყველაზე ცნობილი სპორტსმენია, მას სოციალურ ქსელებში 457 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. ის ასევე ბევრ ისეთ ცნობილ ბრენდს წარმოადგენს რეკლამებში, როგორებიცაა Herbalife და შამპუნი Clear. მათ სიაშია ფეხბურთელის მუდმივი სპონსორი Nike. რონალდუ ცნობილი ირანელი ფეხბურთელის – ალი დაეის შემდეგ მეორე ადამიანია, რომელსაც საერთაშორისო შეხვედრებში 100ზე მეტი გოლი აქვს გატანილი. ამ ნიშნულს მან უეფას ეროვნულ ლიგაზე თამაშისას მიაღწია, სადაც მისი პორტუგალია შვედეთის წინააღმდეგ თამაშობდა.

3. ნეიმარი, პარი სენ-ჟერმენი

ხელფასი: 78 მილიონი დოლარი | ბონუსი: 18 მილიონი დოლარი

28 წლის ბრაზილიელი ფორვარდი ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ფიგურაა ფეხბურთში. ის ბარსელონაში ასპარეზობდა, სადაც უკმაყოფილებას გამოთქვამდა ანაზღაურების გამო, ასევე მას ბევრი კრიტიკა ხვდა წილად, ვინაიდან მესის გვერდით დაჩრდილული იყო. ამის გამო ნეიმარი 2017 წელს პარი სენ-ჟერმენს შეუერთდა. მისი ტრანსფერი რეკორდული რიცხვი – 263 მილიონი დოლარი დაჯდა, ფეხბურთელის ყოველწლიური ხელფასი კი 70 მილიონი დოლარია. ბრაზილიელის პარიზში შენარჩუნება პსჟ-ს უკვე 600 მილიონ დოლარზე მეტი დაუჯდა. ამ ზაფხულს ნეიმარმა კონტრაქტი გაწყვიტა Nike-თან და Puma-სთან გააფორმა.

4. კილიან მბაპე, პარი სენ-ჟერმენი

საერთო შემოსავალი: 42 მილიონი დოლარი

ხელფასი: 28 მილიონი დოლარი | ბონუსი: 14 მილიონი დოლარი

ზედიზედ მეორე წელია მბაპე ლიგა 1-ის ოქროს ბუცის მფლობელი ხდება, ეს ტიტული ყველაზე მეტი გოლის ავტორს ხვდება წილად. მისი კლუბი ასევე შიდა ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. 2020-2021 წლის სეზონის დასაწყისი კილიან მბაპესთვის რთული აღმოჩნდა, ვინაიდან ფეხბურთელს სეზონის პირველი ეტაპის კარანტინში გატარება მოუწია. მას Covid-19ზე ტესტირება ჩაუტარდა, პასუხი კი დადებითი აღმოჩნდა. თუმცა მისი ადვოკატის თქმით, მბაპეს ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობდა.

5. მუჰამედ სალაჰი, ლივერპული

საერთო შემოსავალი: 37 მილიონი დოლარი

ხელფასი: 24 მილიონი დოლარი | ბონუსი: 13 მილიონი

სალაჰმა ყველა ჩემპიონატში მოახერხა მაყურებლისთვის თავის დამახსოვრება, ბოლო სამი სეზონია ის ინტენსიურად იტანს გოლებს და კლუბისთვის უდიდეს სამუშაოს ასრულებს. 2019-20 წლის სეზონზე მან დიდი წვლილი შეიტანა ლივერპულის მიერ პრემიერ ლიგის თასის აღებაში, რაც ბოლო 30 წლის მანძილზე პირველად მოხდა. 2020-21 წლის სეზონის პირველივე მატჩში კი სალაჰმა ჰეტ ტრიკი შეასრულა. ლივერპულის გარდა სალაჰი ეგვიპტის ეროვნულ ნაკრებში თამაშობს. 28 წლის ფეხბურთელი Vodafone-ის პარტნიორი და UNDP-ის კეთილი ნების ელჩია. ის ამ მექანიზმით ეგვიპტელ ლტოლვილებს ეხმარება.

6. პოლ პოგბა, მანჩესტერ იუნაიტედი

საერთო შემოსავალი: 34 მილიონი დოლარი

ხელფასი: 28 მილიონი დოლარი | ბონუსი: 6 მილიონი დოლარი

პოგბას ამჟამინდელი კონტრაქტი მომავალ ზაფხულს იწურება, თუმცა მანჩესტერ იუნაიტედს მისი კიდევ ერთი წლით დატოვება სურს. ფრანგი ფლეიმეიქერი ხშირად ხუმრობის ხასიათზეა და იუნაიტედის ფანებსაც აშინებს ხოლმე. მაგალითად, აგვისტოს დასაწყისში მან თავის სოციალურ ქსელში დაპოსტა, რომ საფეხბურთო კლუბ ვერდანსკთან აფორმებდა კონტრაქტს. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს გამოგონილი გუნდი იყო კომპიუტერული თამაშის – ,,Call of Duty”-ის მეხუთე სეზონიდან. 27 წლის ფეხბურთელი წელს მესისა და სალაჰთან ერთად პეპსის კამპანიას შეუერთდა სახელად ,,თამაში არასდროს წყდება”.

7. ანტუან გრიზმანი, ბარსელონა

საერთო შემოსავალი: 33 მილიონი დოლარი

ხელფასი: 28 მილიონი დოლარი | ბონუსი: 5 მილიონი

გასულ სეზონს ფრანგი ფეხბურთელის დებიუტი ბარსელონაში წარუმატებელი იყო და გავრცელდა ჭორები, თითქოს ბარსა პსჟ-სთვის მის ნეიმარში გაცვლას აპირებდა. თუმცა ფეხბურთელი კვლავ კატალონიურ კლუბში რჩება. გრიზმანი ბრუკლინ ნეტსის ფანია და ხშირად ესწრება აშშ-ში საკალათბურთო მატჩებს, ასევე ხშირად პოსტავს მათზე თავის სოციალურ ქსელებში. ნეტსის ვარსკვლავმა კევინ დურანტმა წვლილი იმაშიც კი შეიტანა, რათა ბარსელონაში გრიზმანის სათამაშო ნომერი 17 ნომერი 7-ით შეეცვალათ 2020-21 წლის სეზონისთვის.

8. გარეტ ბეილი, მადრიდის რეალი

საერთო შემოსავალი: 29 მილიონი დოლარი

ხელფასი: 23 მილიონი დოლარი | ბონუსები: 6 მილიონი დოლარი

ბეილი კვლავ განაგრძობს თამაშს რეალ მადრიდის ახალ მენეჯერ ზინედინ ზიდანთან ერთად. თუმცა მას უმეტესად სკამზე უწევს ჯდომა და ყველაზე ძვირ სათადარიგო ფეხბურთელად ითვლება. ლა ლიგის ბოლო 11 შეხვედრაში მან მხოლოდ ორჯერ ითამაშა. უელსელი ფეხბურთელი გოლფის დიდი მოყვარულია და ხშირად არეკლამებს TaylorMadeის პროდუქტებს სოციალურ ქსელებში.

9. რობერტ ლევანდოვსკი, მიუნხენის ბაიერნი

საერთო შემოსავალი: 28 მილიონი დოლარი

ხელფასი: 24 მილიონი დოლარი| ბონუსები: 4 მილიონი დოლარი

კორონავირუსის პანდემიის გამო, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ – ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიის მასპინძელმა – გადაწყვიტა 2020 წლის დაჯილდოება გაეუქმებინა. თუმცა რობერტ ლევანდოვსკის არაჩვეულებრივი შანსი ჰქონდა წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მოეპოვებინა. ყველა ჩემპიონატში, პოლონელმა თავდამსხმელმა 65 გოლი მოუტანა მიუნხენის ბაიერნს – 55 გოლი და 10 საგოლე გადაცემა 47 თამაშში. ჩემპიონთა ლიგაში კი ის ყოველ თამაშში იტანდა, სანამ პარი სენ-ჟერმენთან არ მოუწიათ შეხვედრა. სტადიონს მიღმა, ლევანდოვსკი ერთ-ერთი წარმატებული ტიკტოკის მომხმარებელია, მას 2,4 მილიონი გამომწერი ჰყავს.

10. დევიდ დე ხეა, მანჩესტერ იუნაიტედი

საერთო შემოსავალი: 27 მილიონი დოლარი

ხელფასი: 24 მილიონი დოლარი | ბონუსი: 3 მილიონი დოლარი

დე ხეას 24 მილიონიანი ხელფასი მას ყველაზე მაღალანაზღაურებად მეკარედ აქცევს სამყაროში. მან არაერთხელ გადაარჩინა გუნდი წაგებას, ხშირად ის ერთი შეხედვით განწირულ ბურთებსაც კი იგერიებს. ივლისში დე ხეამ მეოთხასე თამაში ჩაატარა მანჩესტერ იუნაიტედის მაისურით. ესპანელი მეკარე 2010 წლიდან დაქორწინებულია პოპულარულ ესპანელ მომღერალსა და მსახიობ – ედუნზე და ხშირად არეკლამებს მის ნამუშევრებს სოციალურ ქსელებში.

თქვენ რომელი ფეხბურთელი მოგწონთ ყველაზე მეტად? არის ის მაღალანაზღაურებადი მოთამაშეების სიაში? გაგვიზიარეთ კომენტარებში!

Leave a Comment